//ფერადი ფერების ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ბავშვებთან//
ბავშვის მიერ ფერადი, კაშკაშა ფერების გამოყენება ხატვაში ფსიქოლოგიურად რამდენიმე მიმართულებით აიხსენბა.
პირველ რიგში გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი, ემოციული მდგომარეობა და ნახატის შინაარსი.
გთავაზობთ ზოგად ინტერპრეტაციას:
1. ემოციული კეთილდღეობა და სიხარული.
კაშკაშა და მრავალფეროვანი ფერები ხშირად მიუთითებს მათ პოზიტიურ განწყობასა და ბედნიერებაზე. შინაგან სიმშვიდეზე და თამაშის, რაღაც მხიარულის შექმნის , შემოქმედების სურვილზე.
2. //ფერების თავისუფლად გამოყენება//
ფერების თავისუფალი შერჩევა კი აჩვენებს და მიგვითითებს ფანტაზიისა და კრეატიულობის განვითარებაზე. მდიდარი წარმოსახვის და აზროვნების თვითგამოხატვის უნარზე.
3. //უსაფრთხოების და კომპორტის განცდა ბავშვებში//
ბავშვები, რომლებიც თავს დაცულად გრძნობენ, ხატავენ ფურცლის შუაგულშ, ფერადი ფერებით, ამ შემთხვევაში ვიგებთ, რომ ბავშვი არ ერიდება ფერების გამოყენებას, რადგან ის თამამად ავლენს საკუთარ ემოციას.
4. //ასაკობრივი თავისებურება//
განსაკუთრებით სკოლამდელ ასაკში ბავშვები ბუნებრივად ირჩევენ კაშკაშა ფერებს, რადგან მათთვის ფერი არის ემოციის პირდაპირი ენა, რეალისტური ფერის გამოყენება კი ჯერ არ არქვთ ჩამოყალიბებული.
5.//სოციალური გახსნილობა//
ხშირად ასოცირდება კომუნიკაბელურობასთან და სამყაროს მიმართ ინტერესთან.
სტატია - სოფი მაჭავარიანი
ავტორის შესახებ
სოფი მაჭავარიანი
ხელოვანი/მხატვარი
მწერალი/პოეტი/კომპოზიტორი
მეწარმე/ფინანსისტი/დამფუძვნებელი/დირექტორი/
ჟურნალისტი/
...
წაახალისეთ ბავშვი, რომ შეუერთდეს წიგნის კლუბს
წიგნის კლუბი შესანიშნავი საშუალებაა, რომ ბავშვმა გაიცნოს სხვა ბავშვები, რომლებსაც კითხვა უყვართ.
დაეხმარე სახელის შერჩევაში
ასწავლეთ ბავშვებს, პატივი სცენ ოჯახის წევრებს, უფროსებს და სხვა ადამიანებს.
მშობლებისთვის
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო