kids.ge logo

მამი ჩამოდი ეზოში!

ფავორიტებში დამატება

მამი, ხომ გიყვარს ბავშვები,
რატომ არ გვეთამაშები?!
ჩქარა ჩამოდი ეზოში,
ამდენ ხანს სახლში რას შვები?!

ჩამოდი, ფეხბურთს ვთამაშობთ,
კარში მეკარედ გვინდიხარ...
შენ სულ ჩამოსვლას გვპირდები
და სულ ძმაკაცთან მიდიხარ.

თუნდაც ფეხბურთის თამაშში
შენ შვილს ხომ უნდა იცნობდე?!
ჩამოდი, თორემ ფეხბურთსა
არ გათამაშებთ იცოდე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ანბანთქებანანა, გიო, დათო, ანი... ა - ასოსა ჰქვია ან-ი. ბ - ასოსა ჰქვია ბან-ი. ხელები გვაქვს დასაბანი. გ - ასოსა ჰქ...პატარა შეყვარებულიმე ერთ გოგოს მოვწონვარ, ლამაზია საოცრად. გუშინ ბაღში რომ შევხვდი, ვაკოცე და მაკოცა. ჩვენ სულ ერთად ვთამაშ...ბებოს დალოცვაბებოს ბიჭო, მათე, წელში გაიმართე; და ეგ შენი ავტო, წესის დაცვით მართე. სულ მწვანეზე გევლოს, ბებო შემოგევლ...გულკეთილი- უნდა ავდგე, დედიკო, რა ვქნა , არ მეძინება; გესმის? - გარეთ ქარი ქრის, ყურშა გაგვეყინება. შემოვუშვათ, ცო...დათვირადგან მე ვარ დათვი, ჩემებურად დავთვლი, თათი კიდევ თათი, ჯამში არის ათი. თქვენი იყოს ტორტი, კრუასანი, ვაფ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026