kids.ge logo

გულყვითელა წიწილა

ფავორიტებში დამატება

გულყვითელა წიწილამ
მთელი ღამე იწივლა,
კრუხმა ვერ დაძინა,
მამალმა კი იწყინა:
- რატომ წივის წიწილა?-
გულმოსულმა იკითხა.
-თუ მოშივდა აჭამეთ,
თუ შესცივდა- გაათბეთ,
ღონდ გაჩუმეთ და
რითაც გინდათ გაართეთ!
- წიწილა სულ წიდა,
ჭამეს- არ შიდა,
გაათბეს - არ სციდა,
ვერ მიუხვდნენ ვერაფრით
მუცელი რომ სტკიდა.
მოუყვანეს ექიმი,
ეცვა თეთრი ხალათი,
გასინჯა და დატოვა
რეცეპტების ბარათი.
იმ ბარათში ექიმის
დიაგნოზი ამბობდა:
დიდი ჭია ჩაყლაპა
მინდორში რომ დარბოდა.
ყველამ მშვიდად იძინეთ,
წიწილა არ იწივლებს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზღარბებიქარი ქრის და ხეებიდან წითელ ვაშლებს აგორებს, სხვა რა უნდა ზღარბუნიას, ზამთრის სარჩოს აგროვებს. იქით მსხალ...კურდღელი და კუკუმ თქვა: კურდღელს ვერ ვაჯობე ვერც სირბილში, ვერც ჭამაში, მსაყვედურობს – ნელი ხარო, ვეპატარავები თვ...ლოკოკინანიჟარაზე უკაკუნებს გაზაფხულის თბილი წვიმა, გამოდიო, მზეს წვეთები აუკინძავს ბროლის მძივად. ხან ღობეზე აცოც...ჩხართვის ბარტყიწუხელ თურმე ცვრიან ტოტზე ჩხართვის ბუდე გადაბრუნდა და ეძებდა ბარტყი დედას, როცა დედა არ დაბრუნდა. ჩაუარა ხ...დათოს ყურშადილით ადრე ადგა დათო, მამას გაჰყვა ტყეში, მერე რა რომ სოფელს ათოვს, ბრუნდებიან შეშით. მამა უთხრა: მოიცადე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026