kids.ge logo

აფხაზეთო

ფავორიტებში დამატება

მამის მკლავივით ძლირო და
დედის ნანასავით ერთადერთო.
ჩემო უნაპირო სიყვარულო,
ჩემო მონატრებავ-აფხაზეთო.

სინანულის ცრემლი თვალს ასველებს
და გულს ტკივილიანს მიწვავს.
სად გაქვს ერთი ციდა საქართველო
გასაჩუქებელი მიწა.

შენი ზღის ტალღები მენატრება
და შენი პალმების ჩერო.
ჩემო თვალხატულა აფხაზეთო,
დიდო სადარდელო ჩემო.

ჩვენი ტკივილების მოშუშებას
ვიცი არ ეყოფა არც თვები,
ცოტაც გაძელი საქართელო-
ვიზრდებით არწივის მართვები!

შენი გულისცემას მაჯაზე ვგრძნობ,
და შენს მონატრებას ვფიცავ,
ობლად დარჩენილო სოხუმო და
ცრემლით დანამულო მიწა

რა ვქნა, არავისთვის მემეტები,
გულის გულობამდე გჩემობ.
დაგიბრუნდები და აღარ დაგთმობ
ტკბილო აფხაზეთო ჩემო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედიკონათუ როდისმე გაწყენინე ახლა ვითხოვ პატიებას. შენ შვილს ცუდი საქციელი ვიცი, არ მეპატიება. დღე და ღამე მარიგე...ახალი წელიაახალი წელია, ავავსოთ თასები, დავლოცოთ ეს ჭერი, ფუძე და კერია. რეკავენ, რეკავენ, რეკავენ ზარები იმედის მომ...გაგებუტე ზამთაროგაგებუტე ზამთარო და ნაწყენი ვიქნები, სანამ არ გამოჩნდება ცაზე თეთრი ფიფქები. მთელი წელი გელოდით, თოვლი გვ...პატარა ვაჟკაციდედი გეზრდები ვაჟკაცი, დარდი არ გქონდეს რამის. მსურს პატიება ვითხოვო ბევრი უძილო ღამის. შენმა ზრუნვამ და ...შემოდგომის ამინდიცა საავდროდ მოიღრუბლა, ქარიც დაქრის აშარი და დაჰყვება აღმა-დაღმა ხმელ ფოთოლთა ლაშქარი. მოირბინა ეზო-ეზო, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026