kids.ge logo

ლეკვის გასაჭირი

ფავორიტებში დამატება

ი ისევ გაიხურეს პატრონებმა კარი,
წასვლამდე კი დამიტოვეს უამრავი რჩევა:
არ იცელქო, არ იყეფო, უნდა იყო წყნარი!
მგონი უკვე დამავიწყეს ლეკვის ყველა ჩვევა.

და მეც ვწევარ მუდამ ჩემთვის, ველოდები კართან,
ივანსაც ვერ ვიყენებ, გზას არ გადაჰყურებს,
თავს ვიმხნევებ: "მალე მოვლენ, დამიწყებენ თამაშს",
ჰოდა ყველას ფეხის ხმაზე წამში დავცქვეტ ყურებს.

მგონია, რომ პატარები თვითონ არ ყოფილან,
წამიყვანონ სამსახურში, რა იქნება განა?!
ჩემი მარტო დატოვება როგორ გაგონილა,
დღეში ორჯერ სეირნობა არა მყოფნის, არა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მშრომელი ფუტკარიიცინიან, თამაშობენ მინდვრად ციცქნა მწერები, ფუტკარი კი მხოლოდ შრომობს, მოიფრინა ველები. ეძახიან მეგობრები...წიგნით ფრენადამესიზმრა, თითქოს წიგნი გადამექცა ფრთებად, თითო გვერდი იშლებოდა საჰაერო გზებად. დავფრინავდი, როგორც ჩიტი...დედა- იცი ქვეყნად რა არის თაფლზე უფრო ტკბილი? - კოცნა და ჩახუტება დედიკოს და შვილის. - და თუ იცი წამალი ყველა...ბაკურიანშიბევრჯერ დამსვა კარუსელზე დედამ ბაკურიანში. დროის გასვლას ვერც ვხვდებოდი თამაშსა და ტრიალში. თოვლის კაციც ...დიდი ბებიაშვილთაშვილი რომ მქვია განა ჩემი ბრალია, დიდი ბებო ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალია. ერთად იმდენს ვხალისობთ ვიცი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026