kids.ge logo

დედიკოს დამხმარე

ფავორიტებში დამატება

მიყვარს რომ ვეხმარები
დედას დალაგებაში
მადლობას კი არ მიხდის
სეთ დახმარებაში.

კომოდს როცა ალაგებს
და ზემოდან მოჰყვება
მე ქვემოდან გადმოვყრი
რაც კი ხელში მომხვდება.

მერე ჩართავს მტვერსასრუტს
და მეც ვალში არ ვრჩები,
წინ რომ წავა მაშინვე
უკნიდან ვექაჩები.

ტაკს რომ ჯოხით წმენდს,
მეც ის ჯოხი მინდება,
ბავშვური თამაში ხომ
რა ხანია მწყინდება.

რატომ ბრაზობს დედიკო
მართლაც გამკვირვებია,
მამიკოს რა აცინებს
ვეღარ გამირკვევია.

მე ხომ ძალიან მინდა
დედა არ დაღალოს
და ჩემი დახმარებით
ყოველთვის გახაროს.

მიყვარს რომ ვეხმარები
დედას დალაგებაში
მადლობასაც არ მიხდის
სეთ დახმარებაში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სხარტი ქურდბაცაცაბებომ ჩურჩხელებისათვის გადამალა თხილი, იცის რა მსუნაგიცა ჰყავს ციცქნა შვილიშვილი. ზუკას უთხრა: " - აღარ ა...ჩხირკედელაჩხირკედელა შემარქვეს, ყველა ასე მიწოდებს, მაგრამ მამა ბრაზდება, რატომ,ნეტა ვიცოდე! მამაც ზუსტად ასეთი ცელ...დიდი ბებიაშვილთაშვილი რომ მქვია განა ჩემი ბრალია, დიდი ბებო ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალია. ერთად იმდენს ვხალისობთ ვიცი...მამიკოები“- მამაჩემი ღონიერი და უზომოდ ძლიერია, მუდამ იცავს დაჩაგრულებს, ის ხომ პოლიციელია!” “- ...ველოდები ძამიკოსაი, უკვე რახანია ველოდები ძამიკოს, ალბათ ბურთით ვითამაშებთ, მანქანებსაც გამიყოფს. "მგონი მალე გაიცნობო" _...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026