kids.ge logo

მამალისა და კრუხის წაკიდება

ფავორიტებში დამატება

კრუხმა ამოსხა ბუდიდან
სულ სამად-სამი წიწილა.
იქვე დაუხვდა მამალი,
ცით, რამდენი უყივლა? 

_ გამაგებინე, ამათთვის
როგორ აცდენდი დღეებსო,
თუ სამზე მეტი არ გქონდა,
მე ვისესხებდი კვერცხებსო!

აქ, არ დაიბნა დედალი,
მამალს მიგო პასუხი:
_ რაც ყელს ყიყლიყო ჩაიდგი,
ერთი კვირაა გასული,

სწორედ მას აქეთ ყივილით
ღარ აძინებ ეზოებს,
ჰოდა, რა კვერცხი ეყოფა
ბექნებს, გიებს და რეზოებს;

პასუხი იმათ მოჰკითხე,
ათ კვერცხს რომ სვლეპენ უზმოზე,
გიჯობს, ეგ შენი საყვირი 
გადაკეთო უხმოზე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზღარბი _ ჯვებე, ჭიდაობის ჩემპიონისაჭიდაო ხალიჩაზე შეიკრიბნენ ცხოველები, მსაჯი ჯიბო წრეში უხმობთ, _ აბა, ვინ ხართ მსურველები! ...და რას ვხე...სამაისოდილა გათენდა ცინცხალი, მამალმა დასცა _ ყიყლიყო! გამოაღვიძა ხმამ შაშვი დაიჭახჭახა _ ვინ იყო? ჭალამ მძივება...დახუჭობანას თამაშის წინ გასათვლელი ლექსიგათვლა I ნახეთ, ნახეთ, რა გოგოა, თეოლინა _ თეო! ყველაფერზე, რაც ბრჭყვიალებს, გაიძახის _ მეო; მოკამკამე ვა...მარტი – აპრილსმარტმა აპრილს შეუთვალა: მასესხეო სამი დღე, თებერვალის თოვლს და ჭყაპანს მივალიე მთელი თვე. არ იკითხავთ, პა...ბეკეკა და კესოწარამარა კამათი აქვთ, ბეკეკას და კესოს; ვერ გაიყვეს ერთმანეთში ვინ _ ვინ უნდა მწყემსოს. მე შენ გეტყვი, რო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026