kids.ge logo

ჭკუა ისწავლა

ფავორიტებში დამატება

ახველებს და სიცხე მისცა,
ჩვენს მეზობელ გოგოს,
- უჰ, სკოლაში აღარ წავა,
გამართლა როგორ!-
ამბობს ნიკო და უგულოდ
არჩევს ხვალის წიგნებს,
- ვინახულებ და კორონა
გადამედოს იქნებ -
ბრაზობს დედა: - ზარმაცი ხარ
და სულელი თანაც,
სწავლას, თამაშს ავად ყოფნა
გირჩევნია განა?
თითქოს ნიკოს ეს სურვილი
ღმერთმა შეუსრულა,
სიცხე მისცა, თავი ტკივა,
თვალებს მალ-მალ ლულავს.
ყლაპვა უჭირს, ზურგიც ტეხავს,
თან ახველებს მწარედ,
ლოგინში წევს გათანგული,
ვეღარ გადის გარეთ..
ახლა მიხვდა, ავად ყოფნა
ძლიერ ცუდი არი,
ნატრება, ესიზმრება
სკოლის ეზო კარი.
- ოღონდ მალე მომარჩინე
ღმერთო და გპირდები,
მე ათებზეც კი ვისწავლი,
კარგად რომ ვიქნები.
ხვალ სკოლაში გავიქცევი,
ღონდ მოვრჩე ღამე,
რასოდეს არ ვინატრებ
აწ, სულელურ რამეს.

ავტორის შესახებ

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026