kids.ge logo

დიდი ბებია

ფავორიტებში დამატება

შვილთაშვილი რომ მქვი
განა ჩემი ბრალია,
დიდი ბებო ჯერ კიდევ
ხალგაზრდა ქალია.

ერთად იმდენს ვხალისობთ
ვიცინით და ვერთობით,
ის არასდროს მატყუებს,
ყველაფერში ვენდობი.

სასუსნავი მუდამ აქვს
ჩემთვის გადანახული,
წელიწადში ყველა დრო
ნეტავ იყოს ზაფხული.

ბებო ზღაპრის მოყოლით
არ იღლება სრულიად,
ვიცი ამის მიზეზი
დიდი სიყვარულია.

ჩემთან ერთად თამაში
ალბათ მისი ბედია,
დიდი სულაც არ არის
ჩემი დიდი ბებია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულის პეპელაპეპელაა სიფრიფანა, გულს გვიხარებს ახალ ამბით, ისე ნაზად დაფარფატებს, როგორც დედა თეთრი კაბით. “- გა...მამიკოები“- მამაჩემი ღონიერი და უზომოდ ძლიერია, მუდამ იცავს დაჩაგრულებს, ის ხომ პოლიციელია!” “- ...მელაკუდას ჩივილინეტავ რატომ მეძახიან გაიძვერა მელიას?! ჩემი ქება ერთ ლექსშიც კი რად არ გამოერია?! ნეტავ, ყველა მელაკუდა ც...შეჯიბრება ჭამაშიმე და გაბი შეგვაჯიბრეს წიწიბურას ჭამაში, თუმცა სულ არ მოგვეწონა ეს ახალი თამაში წიწიბურა რომ არ მიყვარს დ...სიმღერებით სწავლაგაკვეთილებს სულ ღიღინით წავიკითხავ ნელა. სწავლას გართობაც უხდება, ალბათ იცით ყველამ....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026