kids.ge logo

ფისოს შურისძიება

ფავორიტებში დამატება

თაგუნიამ გადაწყვიტა
წველება გამართა,
ვინ და ვინ არ დაპატიჟა
მეზობელი კატის გარდა.

სტუმრებს რა და რა მიართვა
ჩამოთვლაც კი არის ძნელი:
თხილი, წაბლი, ჩირი, ტყლაპი,
გამხმარი თუ ჭყინტი ყველი.

გასაოცრად გემრილი
ხაჭაპური და ნამცხვარი,
- ვინ რას დალევთ? - იკითხა და
გამოღო ბარის კარი.

ზოგი ისე შეზარხოშდა,
სიფრთხილე სულ დავიწყდა,
კრიმანჭული შემოსძახეს
და ლხენის ხმა კატას მისწვდა.

ყური ცქვიტა ფისუნიამ,
დაიკნავლა გაბრაზებით:
- აჰა, თურმე თქვენ ქეფობთ?
გავიკვალო თქვენსკენ გზები.

სე ჩუმად მიპარა
თაგუნიას სახლის კარებს,
ვერ გაგეს, ვინც გამოვა,
უშრომველად იჭერს გარეთ.

თაგვი ხედავს, რომ სტუმრები
ღარ ჩანან, შეცოტავდნენ,
გაიფიქრა:"გაიპარნენ,
ხო, საკმაოდ მთვრალებს ჰგავდნენ.

ხმარისგან მტკივა თავი,
ოხ, მეც როგორ დავიღალე,
სუფთა ჰაერს მეც ჩავყლაპავ,
ვისეირნებ ცოტას გარეთ."

მოხურა თბილი შალი,
ღამეო გარეთ გრილი,
კარს გამოცდა და იმ წამსვე
იქვე ფისომ სტაცა პირი.

- მე რატომ არ დამპატიჟე,
არ ვიყავი ღირსი განა?
ჰო და შეგჭამ, რაღად მინდა
მეზობელი ამისთანა?"

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სალომე, თაკო და ბორენასალომე - სკოლობანას ვთამაშობდით, მე, თაკო და ბორენა, წამდაუწუმ ხელს მიშლიან, გააჩერებ ორ ენას? თაკო - ეს ...გიორგი და გირშელიგიორგი და გირშელი ტყუპი ძმები არიან, ერთმანეთის გარეშე ყოფნა უჭირთ ძალიან. გიო უფრო ცელქია, უფრო დინჯი - ...გულმავიწყი ბებიაშუბლხატულა ბოჩოლა დაეკარგა ბებიას, მას ძებნაში გია და ლია ეხმარებიან. სამივენი ეძებენ, მოიარეს მთა - ბარი...კნუტმა შეგაშინათ? ზამთარია. ცივა,ცივა. მაღლა ციდან ფიფქი ცვივა, ხეებიც კი მობუზულან, ბეღურებო, თქვენ არ გცივათ? მართლაც შეუ...საახალწლომრავალ ახალ წელს, ჩემო მამულო, ახალი გზნებით, დაგბედებოდეს სულ წინ სავალი ახალი გზები. მრავალ ახალ წელს კ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026