kids.ge logo

დარჩნენ ხახამშრალები

ფავორიტებში დამატება

ფისოს ჰყავდა სამი კნუტი:
ფუსო, ფოსო, ფასუნა
და სამივე იყო ცელქი,
ღუნღულა და გლასუნა.
ერთხელ თაგვი გასაწრთვნელად
მოუყვანათ დედიკომ,
სახლში არვინ ეგულვოდა,
სამუშაო დღე იყო.
-აბა, ვნახავ, რომელი
თქვენში უფრო მარდიო-
თხრა დედამ და ოთახში
მოისროლა თაგვიო.
დაფაცურდნენ ფისუნები,
ფასომ თათი ჩაკრაო,
ფოსო კუდში წატანა,
მაგრამ... თაგვი გაქრაო.
ფუსო ჩუმად, განაბული
ყურებდა ამ რბოლას
და ფიქრობდა, ხელსაყრელ დროს
მოგებდა ამ ბრძოლას.
მაგრამ... თაგვი აღარსად ჩანს,
ცამ თუ მიწამ ჩაყლაპა,
კუთხეს ხვრელი ქონებია,
რა გეგონათ, თქვენ, აბა?
გაცურა თაგუნიამ,
დარჩნენ ხახამშრალები,
კატამ - დოყლაპიბოო! -
უბრილა თვალები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლეგენდა ჭადრაკზეიცით? ერთხელ, ერთმა მეფემ, ინდოეთის მბრძანებელმა, თვის ქვეშერმდომთ, ვაზირების პირით ამცნო მისი ნება. &bdq...ზარმაცი თინამზემ ცხრა თვალით შემოგვცინა, გაგვინათა ბინა, აქ ლოგინში რომ გორაობს ვინღა არის, ვინა? ფისომ პირი დაიბანა,...აბა, გამოიცანიწუხელ კოღომ ჩემს ყურთან რომ გააბა წუილი, მართალი თუ ტყუილი? ფისოს ხეზე ასვლაში რომ არა ჰყავს ბადალი, ტყუი...დედა და ლილი-სულ არ მინდა , დედი, ძილი - ეხვეწება დედას ლილი, -ჯერ არ მიდის სახლში მაშო, ისევ უნდა ვითამაშოთ. ვაბანავ...ონავრები ჩირი ჩუმად ჩამოიღეს ჩიორამ და ჩოდრიამ, ხარიხაზე ბევრია და შესამჩნევი როდია. ხოხვა-ხოხვით ხურმის ხემდე მია...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026