kids.ge logo

კურდღლები

ფავორიტებში დამატება

-ალო! ალო! როგორა ხარ
ჩემო ძმაო, ნაცარავ?
საკვებით მაქვს სავსე სორო,
ხელი არ მომეცარა;
შენ კი გიჭირს, არ დაღონდე,
არ დაყარო ფარ-ხმალი,
ერთ ბოსტანში დღეს მოვთხარე
სტაფილო და ჭარხალი;
ქორფა კომბოსტობი კი
ზვინებს ჰგავდნენ ქუნქულებს,
შემეგებე ძმობილო და
ჩირგვთან მოგიცუნცულებ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026