kids.ge logo

ია

ფავორიტებში დამატება

გაზაფხულს მოვდევ ფეხდაფეხ,
თქვენი ია ვარ პაწია,
სურნელს მოვაფრქვევ ველ-მინდვრებს,
ლურჯი სამოსი მაცვია.
მოვალ, ავბიბინდები,
ლურჯად მოვხატავ ტყისპირებს,
ნუ მომწყვეტთ, აქვე დამტოვეთ,
თორემ დარდისგან ვიტირებ.
ბუნების კოხტა შვილი ვარ
და გაზაფხულის მეგზური,,
სიცოცხლე თქვენთვის მწყურია,
თქვენ მოგიძღვენით ეს გული!
ჩემს სიფრიფანა ფურცლებზე
მზის სხივი როგორ ალმასობს,
გაზაფხული რომ მოგირთოთ,
უფრო რომ გაგილამაზოთ.
ლურჯთვალა მახარობელი
თქვენი სიკეთით გამათბეთ!
თქვენია ეგ სურნელება!
თქვენია ეგ სილამაზე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქარიქარი დაჰქრის შარა-შარა, მთა და ბარი გაამწარა. აქეთ ეცა, იქით ეცა, გადაიქცა ლამის მხეცად. ეცა ტყემალს, ეცა...ლაშა კითხულობს გაზეთსლაშამ ახალი გაზეთი მიურბენინა დედას: -ოღონდ ეს წამიკითხე და არ შეგაწუხებ მეტად. ჩემო დედიკო, გაზეთში რა წ...სოფელირა კარგია სოფელი,- გულის დამატკბობელი, გამგზავრებას სოფელში სიხარულით მოველი. გამაქანებს მანქანა,- სწრაფი...მივიჩქარით ვენახშიაბა, დელი დელია, ჩვენს სოფელში რთველია, მივიჩქარით ვენახში, გოგო-ბიჭებს გველიან. მივალთ, შრომის ხალისი პა...პატარა მხატვარინიკამ დახატა მზე,- დიდი, ჩახჩახა მზე, მერე დახატა დედა,- თავისი კარგი დედა. მზე წააგავდა დედას, დედა კი ჰ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026