kids.ge logo

ციცინათელა

ფავორიტებში დამატება

როცა მეტყვი-ავინთები,
როცა მეტყვი-ჩავქრები,
ციმ-ციმ, ციცინათელას
მინდა ამბის გამხელა;
შენთვის ვანთებ ბნელ ღამეში
მზის ნაპერწკალს პაწიას,
საკვირველი, მოციმციმე
ტანსაცმელი მაცვია.
თუკი გინდა ჩემი ნახვა,
ღამით მოდი, პატარავ,
მთვარე ზღაპარს მოგვიყვება;
-სად იყო და სად არა!
მეტყვი:-რა კარგი ღამეა!
შენ კი როგორ უხდები!
ვარსკვლავივით ვიციმციმებ,
ხელზე დაგისკუპდები.
ღამე მოდი, ალიონზე
ვაქრობ ციცქნა სანათებს,
საგულდაგულოდ ვინახავ
ჩემს ციმციმა ალმასებს.
ნება-ნება ციგებენ
პაწაწინა ლამპრები,
თუკი მეტყვი, ავინთები,
თუკი მეტყვი-ჩავქრები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი სოფელილილისფერ მთათა გადაღმა ელვარებს როგორც ალმასი, იცით, ამ სოფელს რა ჰქვია? -სოფელი... „ასე ლამაზი!“ წყარომ ...ქარიქარი დაჰქრის შარა-შარა, მთა და ბარი გაამწარა. აქეთ ეცა, იქით ეცა, გადაიქცა ლამის მხეცად. ეცა ტყემალს, ეცა...საახალწლო-თოვლის ბაბუა, სანტა კლაუსი, მწვანე ნაძვისხე, კოხტად მორთული ... გვიღიმიან და გვეუბნებიან: -ახალი წელიაო ...ზაფხულის ღამე-ვერსად დაგვემალები, ვისია ეგ თვალები? უკვე გვიანია, ყველას სძინავს, ბნელში ვინ დადის? ვინ დაფრინავს? შენ...ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026