kids.ge logo

ცეკვა

ფავორიტებში დამატება

ცეკვავს, ცეკვავს პაწია,
ხელი დაუკვანწია!
მოგუგუნე ტაში
მზესაც მისწვდა ცაში.

მედოლეა ბებია...
რა პატივი რგებია?-
სკამი დოლი გამხდარა,
ბაგაბუგი ამტყდარა.

დედები მღერიან,
ყელი მოღერიათ,
დასცხეს „დიმპიტაური,“
ტყდა დიდი ხმარი.

სკამის დოლი გუგუნებს,
ბა, კი არ დუდუნებს!
ტაში, ტაში, ტაშიო,
გავლა-გამოვლაშიო!

ცეკვა უყვარს ძალიან,
ცეკვავს ციცქნა ქალია,
მთილური, ქართული...
ცეკვაშია გართული.

წაუცეკვა ბაბუამ
ლიკა გოგოს ღაბუას,
ვიყოთ ბარიბარშიო,
გახურეს ტაშიო.

დოლი გადარია:
-ჩემზე არ თქვან ძვირია!
ლიკამ ისე იცელქა,
ბებომაც კი იცეკვა.

ყველა გამხირულდა,
სახლი აჟრიმულდა...
ცეკვავს, ცეკვავს პაწია,
ხელი დაუკვანწია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქარიქარი დაჰქრის შარა-შარა, მთა და ბარი გაამწარა. აქეთ ეცა, იქით ეცა, გადაიქცა ლამის მხეცად. ეცა ტყემალს, ეცა...თოვლის ფიფქი მოფარფატებსთოვლის ფიფქი მოფარფატებს ციდან, მერე რა, რომ არის ერთი ციდა, ჩუმად ამბობს: მარტო როდი ვიქნები, მომყვებიან...სძინავს, სძინავს ძილგუდასთოვლით მოდის ზამთრის დილა, ძილგუდას კი სძინავს ტკბილად, არც ფიფქების ნახვა უნდა, აღარც თეთრი თოვლის გუნდა...ბებოც სანტაა?!ანიტას კოხტა თოჯინა, ნიკას მანქანა პულტით, ქრისტინეს ჭრელი, ფუმფულა, ბაფთაშებმული კნუტი. ნიკაც თამაშობს, ...ვარსკვლავებსაც უხარიათვარსკვლავებსაც უხარიათ ახალი წლის მობრძანება, ღრუბლები არ გაიკარეს, ანათებენ ნება-ნება... ციმციმებენ, გვე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026