kids.ge logo

უცნაური ორთქმავალი

ფავორიტებში დამატება

სახალწლო ნაძვის ხეზე
ქალაქისკენ მომავალი
ნიავქარზე უფრო მალი -
დგას ბაქანზე ორთქმავალი.
დაგანახათ წამით ნეტავ,
უცნარი არის მეტად.
ერთმანეთზე გადაბმული,
ჩანს თერთმეტი სათაგური.
წინ ეწევა დიდი კასრი
და იმ კასრზე კბილებბასრი
ულვაშა და კუდფუმფულა
ფისუნია დასკუპულა.
მემანქანის ფორმა შვენის,
მემანქანის ქუდიც ხურავს
და ტკბილი ხმით უხმობს თაგვებს,
თან ხითხითებს ეშმაკურად:
- ვისაც უნდა ქალაქისკენ
ბილეთოდ გავაქროლო,
ბა, ჩქარა ამობრძანდეს,
ერთი წამი დაგვრჩა მხოლოდ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ღრუბელიმოწყენილია ღრუბელი, ატირდება და... იწვიმებს, კრუხს აბა ქოლგა რად უნდა, ფრთებქვეშ იფარავს წიწილებს. თბილია...ზღარბიზღარბო, ზღარბო ქაცვია, ეს რა ქურქი გაცვია! დამაკაწრეს ხელები მაგ ჩხუტუნა ნემსებმა, ნეტავ შენი დედიკო როგო...ლექსი სპილოზეკითხვა ძალზე ადვილია, პასუხი კი - ძნელი. რატომ დადის დიდი სპილო მუდამ ფეხშიშველი? ასე ხსნიან პატარები ამ ...ჩვენი ბაღიჩვენი ბაღი ბაღნარია, აქ სულ სიცილ-ხარხარია, მზე გვიცინის რახანია, თავს ჩიტებიც დაგვხარიან; აქეთ წყარო მოჩ...ამანათიფრენა-ფრენით სოფლიდან ამანათი მოფრინდა. იმ კალათას ფრენიას ზედ ბარათი ჰფენია: „ჩვენო ცუგრუმელებო, ე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026