kids.ge logo

სწავლა იწყება

ფავორიტებში დამატება

სექტემბერია, სწავლა იწყება,
ჩანთას და წიგნებს მყიდულობს დედა,
ცოტა გრძელი მაქვს ლურჯი შარვალი,
მაგრამ ძალიან მიხდება ზედა.
15 სექტემბერს სკოლაში წავალ,
გრძელი ზარის ხმა მიგვიწვევს კლასში,
“როგორა ხარო? “ - მკითხავს მარიტა
და ძველ სიმორცხვეს ვიგრძნობ მის ხმაში.
“მომენატრეო!” - მეტყვის ილია,
იცრემლება ეგ დათვის ბელი,
გაბადრება ვიცი გიორგი,
გადამეხვევა ორივე ხელით.
გესალმებიან მასწავლებლები,
პატარა რომ ხარ დაგავიწყდება…
სეა, როცა სექტემბერია,
სეა, როცა სწავლა იწყება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სკოლაში წასვლის წინმაგიდაზე ალაგია პენალი და რვეულები ზედ ბავშვები ახატია - ცოტა გადარეულები. სულ ახალი ჩანთა სკამზე, საყიდლ...შეყვარებული კუკუ ტრიალებს, ცეკვავს ტანგოს, ხვლიკი ფიქრობს რამე ავნოს... დაუარა განდაგანა, თუ გინახავთ ამისთანა - გაჰკრა...ვეშაპიარ დატოვა გემი, ნავი... ყველაფერს ჭამს ვეშაპუნა. - მოგვაბეზრე ჭამით თავი, დიეტაზე დადგე უნდა! – დას...* * *დედამ მითხრა რომ ბავშვები თეთრ წეროებს მოყავთო, კომბოსტოდან აიყვანენ თუ ვინმეს ჩამოგავთო. ერთხელ ორი მოუყ...დილის ლექსიმოდი, ტაში შემოვკრათ, მივესალმოთ მზეს, რა ნათელი დილაა და რა კარგი დღე. კიდევ ტაში შემოვკრათ, გავუღიმოთ დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026