kids.ge logo

ყ - ანჩა

ფავორიტებში დამატება

ყანჩაზე უნდა მოგიყვეთ,
ბა, მოსწიეთ ყურები!
მოგზაროდნენ ერთხელაც
ბუნებისმოყვარულები.

ჰოდა, ჩამოსხდნენ ტბის ახლოს,
რომ გამართათ სადილი,
ყლორტებს ჩალის და ლერწამის
სულ დაფარა ნაპირი.

ცებ გაისმა ჭახანი
და სადღაც თოფი გავარდა,
აქ ნადირობა და სროლა
აკრძალულია არადა...

ყური მიუგდო სუყველამ,
აღშფოთებული ირით,
ფიქრეს: „ალბათ შემოძვრა
ცბირი ბრაკონიერი..“

თურმე ნუ იტყვით, ყანჩაა,
დგას აფხორილი, მშირი
და ატყაპუნებს გრძელ ნისკარტს,
თოფის ხმასავით ძლირად

ერთს კიდევ გეტყვით ყანჩაზე,
(ვერ დავიწყებთ ვერასდროს),
ის ერთადერთი ჩიტია,
ვინც თავის შვილებს ვერა სცნობს.

თუმცა, სრულებით არ არის
ცუდი დედა და ბებია,
როგორც კი ჩეკავს მართვეებს,
მაშინვე ეფანტებიან

და მერე, იცით, რას შვრება?
სადაც კი გადაეყრება,
ამქვეყნად სუყველა მართვეს
თავის შვილივით ექცევა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ა - რწივი გველიჭამიაარწივი გველიჭამია, როცა ადგება, დილითვე შემოუჯდება სუფრას და მიირთმევს გველის ჩიხირთმას... არ ინდობს არც ...დ - ურაჯიდურაჯი თითქოს დარაჯად, უდგას მდინარის დაბლობებს, დამალულია გულდაგულ და ჭია-ღუას აგროვებს. აქვს დიდი, თეთრ...კ - ოლიბრისაჩუქრად კარგი კალამი ან კაკანათი ვის უნდა?! ვინ გამოიცნობს რა ჰქვია ყველაზე ციცქნა ჩიტუნას?! ისეთი პაწაწ...თ - აფლიჩიტაბევრ პატარას გააოცებს, ვიცი, თაფლიჩიტას უცნაური ნიჭი, ის ერთ წამში გაპოვნინებს ტყეში ფუღუროებს თაფლისა და...წ - ერო გვირგვინოსანიწითელი წიგნიც ვისწავლოთ, სიმდიდრე მთის და ბარისა, ამ წიგნში წერენ მათ სახელს, ვინც ყველამ უნდა დავიცვათ დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026