kids.ge logo

ლილე და ჭია-მაია

ფავორიტებში დამატება

ჭია-მაიას როგორ უხდება,
კოპლებინი კაბა?
და ხელის გულზე თუ კი დაისვამ,
გაგიფრინდება სწრაფად.
სე პატარა,ასე ლამაზი,
ვინ შეკერა ვინა?
ის გაზაფხულმა შეღება და
მოკოპლა წვიმამ..
წითელი კაბა, შავი ლაქებით,
ალბათ მეც მომიხდება,
სადანა მოდის ეს გაზაფხული,
ან წვიმა როგორც ჩნდება?
ბევრს თუ ვისწავლი, კიდეც შევიტყობ,
რა,სად და როდის ჩნდება?
მაინტერესებს; ჭია-მაიას
კაბა თუ გაუცვდება,
მერე კაბა, როგორ იშოვოს,
ან როგორ იფრენს გზაში?
თუ დაუსველდა, როგორ გაიშრობს,
რა ეშველება მაშინ.
თურმე ის კაბა არ უსველდება,
ცხობრობს ბალახის სახლში,
სწორედ ის იცავს წვიმისაგან და,
წყალს კი ისრუტავს ხავსი.
...კაბას დედიკო ალბათ მიყიდის,
ფრილას კოპლებიანს,
ჭია-მაიას ნუ კი დამარქმევთ,
მე ხომ სულ ლილე მქვია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მათემატიკური მოქმედებები1. ხაზები თუ გადაკვეთს, ჯვარედინად ერთმანეთს, რას ვაკეთებთ,რა ხდება? რა მოქმედებას ვარქმევთ?გ - - - - - -...როგორი და რის ფერია?გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ი - ფერადია, პეპლების ფრთების ფერია, ჩითებივით ჭრელიც არის და... ყოჩივარდებისფერია. ზ ა ფ...თვითმცლელიზურტურიტომ მაჩუქა, ეს სატვირთო მანქანა, და იმას ჰგავს იქ, ტყეში ქვები ძირს რომ დაყარა. იცით როგორ ვთამაშო...რთველიყურძნის მარცვლებში მზის შუქი მომწყვდეულა, ქარვისფრად შემღვრეულა მტევნები... რა სილამაზეა, ჩხები და აკიდო....ზღარბისად გარბიხარ ზღარბუნა? მინდა გნახო,შეგხედო, ეკლებით შემოსილხარ, ხელით როგორ შეგეხო? ბურთივით რომ დამრგვალ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026