kids.ge logo

ანბანთქება

ქართული ასოების სახელები

ფავორიტებში დამატება

ნანა, გიო, დათო, ანი...
ა - ასოსა ჰქვია ან-ი.
ბ - ასოსა ჰქვია ბან-ი.
ხელები გვაქვს დასაბანი.
გ - ასოსა ჰქვია გან-ი.
წრე, წრე შევკრათ, განი-განი...
დ - ასოსა ჰქვია დონ-ი.
როგორც ამ ჩიტს იადონი.
ე - ასოსა ჰქვია ენ-ი.
გაჭენა გიგიმ ცხენი.
ვ - ასოსა ჰქვია ვინ-ი.
მამამ დადგა თივის ზვინი.
ზ - ასოსა ჰქვია ზენ-ი.
ვნახეთ ჯვარი, ზედაზენი.
თ - ასოსა ჰქვია თან-ი.
მინდა გავხდე მე ექთანი.
ი - ასოსა ჰქვია ინ-ი.
მუდამ ჰქონდეს ჩვენ ხალხს ლხინი.
კ - ასოსა ჰქვია კან-ი.
გადაკეტე ჯერ ონკანი...
ლ - ასოსა ჰქვია ლას-ი.
ყველას სჯობნის ჩვენი კლასი.
მ - ასოსა ჰქვია მან-ი.
გვიყვარს ნიკო ფიროსმანი.
ნ - ასოსა ჰქვია ნარ-ი.
გავაშენეთ ყვავილნარი.
ო - ასოსა ჰქვია ონ-ი.
გვყავს სირბილში ჩემპიონი.
პ - ასოსა ჰქვია პარ-ი.
ბრწყინავს სიკეთის ლამპარი.
ჟ - ასოსა ჰქვია ჟან-ი.
მიყვარს რძე და არაჟანი.
რ - ასოსა ჰქვია - რა
მზის სახელიც არის რა
ს - ასოსა ჰქვია სან-ი.
გვიყვარს „ვეფხისტყაოსანი"
ტ - ასოსა ჰქვია ტან-ი.
ლაპლაპებს სელაპს ტანი..
უ - ასოსა ჰქვია უნ-ი.
ბანანს არჩევს მაიმუნი.
ფ - ასოსა ჰქვია ფარ-ი.
ვიშ! უხდება ლომს ფაფარი.
ქ - ასოსა ჰქვია ქან-ი.
ზღვაში ცურავს იალქანი.
ღ - ასოსა ჰქვია ღან-ი.
მომწონს ჯეჯილის ღაღანი.
ყ - ასოსა ჰქვია ყარ-ი.
მეგობრობა გვქონდეს მყარი.
შ - ასოსა ჰქვია შინ-ი.
კარს სჭირდება სალაშინი.
ჩ - ასოსა ჰქვია ჩინ-ი.
ცოდნა არის თვალის ჩინი.
ც - ასოსა ჰქვია ცან-ი.
მე აქ ბევრი გავიცანი.
ძ - ასოსა ჰქვია ძილ-ი.
დათუნია, გეყო ძილი!
წ - ასოსა ჰქვია წილ-ი
ქორწილია, დღეს, ქორწილი!
ჭ - ასოსა ჰქვია ჭარ-ი.
საწნახელში დუღს მაჭარი.
ხ - ასოსა ჰქვია ხან-ი.
შევისვენოთ ცოტა ხანი.
ჯ - ასოსა ჰქვია ჯან-ი
ღმერთმა ყველას მოგცეთ ჯანი.
ჰ - ასოსა ჰქვია ჰაე.
ჩვენ გავფრინდით უკვე, ჰაე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციყვი და კატა- გირჩევნია ცელქო ციყვო, მომერიდო იყო ფრთხილი. - რა საქმე მაქვს შენთან ფისო, მე რაც მინდა არის თხილი....მზე პირს იბანს- ნახე, წვიმს და თანაც მზეა, გიკვირს, ჩემო ძვირფასო? იცი, ამ დროს რას ამბობენ? რას და მზე პირს იბანსო. - ...მეეზოვე ბიჭივეხმარები საქმეში ჩემს საყვარელ მამას; მეეზოვედ ვმუშაობ, სათაკილო რა მაქვს! ყვითელ ფოთლებს ვაგროვებ ტომრე...ფისო მიწევს ფეხებთან- თამუნია, რა მოხდა? ასე რად გეცინება? - გეტყვი, გეტყვი, დედიკო, ვიცი, არ გეწყინება. ფისო მიწევს ფეხებთან...ქრისტესთვალება ცა მიყვარსქრისტესთვალება ცა მიყვარს, ცა უღრუბლო და ნათელი; იგი ტაძარში წამიყვანს, ხელში ხატით და სანთელით. „წმინდაა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026