kids.ge logo

ზღარბს

ფავორიტებში დამატება

რა ვქნა, მიწევს, კვლავ, დატუქსვა ზღარბის,
დღე და ღამე ის ქუჩაში დარბის.
- ზღარბუნიავ, ნუ დარბიხარ გზაზე,
ხელი რატომ აგიღია თავზე?
რატომ არღვევ მოძრაბის წესებს?
დედაშენი,რა ხანია, გეძებს.
ალბათ, საწყალს გული როგორ უცემს;
მანქანა რომ დაგეჯახოს უცებ,
ბა, დედა ამას ვით გაუძლებს?
ჰოდა, კარგო, ნუ დარბიხარ გზაზე;
სჯობს ირო, წყნარად, ტროტუარზე!

ავტორის შესახებ

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026