kids.ge logo

წელიწადის დროები

ფავორიტებში დამატება

გაზაფხული
მიყვარს წელიწადის ყველა დრო,
თუმცა კაცია გუნება.
ზამთრს ძილისაგან ნელ-ნელა
ფხიზლდება, იღვიძებს ბუნება.
ხეებზე გამოჩნდენ კვირტები,
მზის სხივმა დაადნო თოვლი და
ბუჩქიდან მიღიმის ენძელა
ამბობს-გაზაფხული მოვიდა.
უკვე ჩიტუნების ხმა ისმის.
წითლად შეღება ასი.
ფერად ყვავილებად მოვიდნენ
მარტი, აპრილი და მასი.

ზაფხული
მერე კი დრო დგება გართობის.
გულში ემოცია მოზღვავდა.
ფერადი, ჭრელ-ჭრელი პეპლებით
ლამაზი ზაფხული მობრძანდა.
მობრძანდა მზის მწველი სხივებით,
სითბოთ და სინათლედ დაღვრილი.
ივსო ბავშვების კისკით
ზღვისა თუ მდინარის ნაპირი.
სოფლებში სიცოცხლე აჩქეფდა,
დიდი ჟრიმულის არის დრო.
ბოლოს დაიღვენთა მზის სხივად
ივნისი, ივლისი, აგვისტო.

შემოდგომა
მოვიდა ხლდამშვენებული,
სავსე ხონჩითა და კალათით.
ხარობს შემოდგომის ბარაქით
დაბა, სოფელი თუ ქალაქი.
ოქროსფერს არიგებს გულუხვად,
მოდო ქუჩებს და მოედნებს.
ყვითელი კაბები ჩააცვა
სექტემბერს, ოქრომბერს, ნოემბერს.

ზამთარი
ცივდა, გაფრინდნენ ჩიტები.
გულიც ასაფრენად მზად არი
და თოვლის ფიფქების მარხილით
გვეწვია ქათქათა ზამთარი.
ხეებს შემოაცვდათ სამოსი,
დგას ბებერი მუხა მწუხარი.
გარეთ ქარია და ყინვაა,
სახლში კი გიზგიზებს ბუხარი.
ღებს ბაბუა კალენდარს,
ძველ წლებს გადაავლებს მერე თვალს...
და სულ ფურცელ-ფურცელ დაკეცავს
დეკემბერს, იანვარს, თბერვალს...

გიმრავლოთ ლამაზი დღები,
სამო, ვით ტკბილი ზღაპარი.
ბევრი გაზაფხული-ზაფხული,
ბევრი შემოდგომა ზამთარი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

„მამული, ენა სარწმუნოება“ მუდამ გახსოვდეს -არ უღალატო თუნდ შეიცვალოს ბვერი დროება, მშობლიურ ენას, საქართველოს და მართლმადიდებელ სარ...დედა კრუხიდედა კრუხი ეზოში ასეირნებს წიწილებს. უცებ ერთი წიწილი გულსაკლავად წივწივებს: „ჩქარა დედა, მიშველე, ...საახალწლო დალოცვამოგილოცავთ ახალი წლის მობრძანებას, დაგილოცავთ ეზო-კარს და ფუძე ჭერსო. სიხარულით, სიყვარულით, წრფელი გულით...ანანომამიკოს ნებიერა ვარ. დედიკოს გულის მალამო. ბაბუას მომღერალი და ენაჭიკჭიკა ანანო. ვიცი ვჯიუტობ ხანდახან, ზ...გაგებუტე ზამთაროგაგებუტე ზამთარო და ნაწყენი ვიქნები, სანამ არ გამოჩნდება ცაზე თეთრი ფიფქები. მთელი წელი გელოდით, თოვლი გვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026