kids.ge logo

ზარმაცი ჯამბული

ფავორიტებში დამატება

- გაკვეთილებს რად არ სწავლობ,
რად ზარმაცობ ჯამბული?
მუდამ რად ხარ მოუსვენრად,
სხვა ფიქრებში გართული?
- რა ვქნა, კითხვა მეზარება,
ანგარიშიც არ მიყვარს,
ხელოვნება?სუფთა წერა?
გულს ვერ ვუდებ მათ დიდხანს..
- ნეტავ, ერთი შენ რა გიყვარს,
რა გიტაცებს გულითა?
- აი, სპორტის გაკვეთილებს
ველი სიხარულითა.
- მარტო ბურთით ფონს ვერ გახვალ,
კვლავ ამ კლასში დარჩები,
- მერე რაა? პატარებში
ჩემპინი გავხდები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გიორგი და გირშელიგიორგი და გირშელი ტყუპი ძმები არიან, ერთმანეთის გარეშე ყოფნა უჭირთ ძალიან. გიო უფრო ცელქია, უფრო დინჯი - ...დედა და ლილი-სულ არ მინდა , დედი, ძილი - ეხვეწება დედას ლილი, -ჯერ არ მიდის სახლში მაშო, ისევ უნდა ვითამაშოთ. ვაბანავ...ბალი და ლალიხის წვეროზე შერჩენილა, ერთი მუწა ბალი და იმ ბალის შეჭმის სურვილს შეუპყრია ლალი. ხეზე ასვლა უნდა, მაგრამ ე...გაზაფხულითვალებს გაახელს ენძელა, თოვლში ჩამალული, ამღერდება მხიარულად, ველზე ნაკადული. იღიმება ია, მარტის სუსხით დ...ენძელებითუმც ჯერ ცივა, მიწას თოვლი კვლავ თეთრ საბნად აფარია, ეგ თამამი ენძელები თებერვალმა გადარია. ნაკადულიც ჩას...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026