kids.ge logo

ანბანი გაყოყოჩდა

ფავორიტებში დამატება


ა ასოდ ვარ არჩელი,
ფორიზმებს დაჩველი.
არ დავუთმე პირველობა
არც ხმოვანს და არც თანხმოვანს.


ბ-ბანი ვარ ანბანისა,
ბოდილი არსად მიყვარს.
მივუძღვები წინ თანხმოვნებს,
ბანს ვაძლევ და გზას ვასწორებ.


გ-გული ვარ ანბანისა,
ჩემობას ვერვინ იტანს.
გედს და გუგულს თუ დახატავთ
გულიც მიხატეთ წითლად.


დ ასო ვარ დედასავით
სამო და ტკბილზე ტკბილი.
დედამიწას ატრილებს,
ჩემი ბგერა ხელგაშლილი.


ე-ენით ვარ მოქარგული
გრძელი ტანიც მეტად მშვენის.
რომელი ხართ ჩემნარი,
ერთი სიტყვით სხვას რომ შველით?


ვ-ვარდივით ლამაზი ვარ,
ვაი, ვაი, თქვენი ბრალი.
ვერ მაჯობებთ მე ვერც ერთი
ვარ ყველაზე შევალი.


ზ-ზღვასავით მღელვარე ვარ.
მზრუნველიც ვარ,მოალერსეც.
ზურგით დამტავს თანი,ინი,
ზღურბლთან კი მდარაჯობს ვინი.


თ-თეთრი ვარ, ქათქათელა,
ფიქრისთვია მე არა მცხელა.
მიყვარს თოვლი ვებერთელა,
ზამთარი და ბუხრის ნთება.


ავნანას მე გიმღერით,
სათუთი და ნაზი ბგერით.
"დედაენას",წიგნს სქელყდიანს
მივუხატე ციცქნა ია.


კ-კოხტა და ლამაზი ვარ.
კუდაბზიკობაც კი მიყვარს.
სე მომიქარგეს ტანი,
ვით კოპწია პატარძალი.


ლ-ლომივით მიყვარს მეფობა,
ზოგჯერ ზღვასავით ვღელავ.
მამშვიდებს მომდევნო ბგერა
თავს დამტრიალებს ნელ-ნელა.


მიყვარს მაღლა, მაღლა ფრენა,
ვით მიმინოს ნაზი შვება
სე გადავიფრენ მდელოს
ვცდილობ სიო არ გავსერო.


ნაზი ვარ, როგორც პეპელა,
ვმეგობრობ ო-სთან და ე-სთან.
დავდივართ ერთად ვნარნარებთ
თქვენ, დანარჩენს რა გადარდებთ?


ო! როგორ მიყვარს ხმოვნები,
ჩემი დები,მეგობრები,
ოქროს გული მაქვს ო-ასოს
ხმოვნებს ძმასავით ვდარაჯობ.


ყველა თანხმოვნის კერპი ვარ,
ანბანშიც ერთადერთი ვარ.
პეზაჟივით ფერი ვარ,
პეპელასავით ფრთები მაქვს.


ჟუჟუნა წვიმის წვეთივით
სუფთა ვარ, ჟღალი ფერის.
ჟღრიალით მუსიკის ჰანგებს
მეც სიხარულით ვყვები.


როკვა,როკვით მივუძღვები
წინ მეგობრებს ჩემსას:
რაე,სან,ტარ,უნ,ფარ,ქან,ღან,
ყველა ერთად ვუკრავთ.


სიასამურის ბეწვივით,
ვარ ფუმფულა,ფერად სერი.
სიცხეს,მზეს ვერ ვეგუბი,
მე სიცივე უფრო მშვენის.


მაღალი და ტანადი ვარ
ვერ დამჩაგრავთ ვერვინ.
სულ ტატით შემოგირბენთ
ყველა ასოს ფეხით.


უძრავად ვდგავარ ხმოვნებში,
ვემეგობრები ოთხივეს.
სიმართლის პირში თქმა მიყვარს
თუნდაც უკმეხი მიწოდეთ.


ფ-ასო ვარ ფარფატელა,
ფოთოლივით მოფრიალე.
ღამით მიყვარს ბოდილი,
კარგად ვუგებთ მე და მთვარე.


მიყვარს ქოთქოთი,ხმაური.
ხმოვნებში აურზარი.
ვერ ვეგუბი სიწყნარეს,
ხანდახან ბევრსაც ვქაქანებ.


ღონირი და დიდი ვარ,
ყველა თქვენგანზე მშვიდი ვარ.
ნუ მაწყენინებთ ნურაფერს,
თორემ პასუხს ცუდად გაგცემთ.


ვარ ყვავილივით სამო
და სილამაზით განთქმული.
მინდვრად ამოსულ ყაყაჩოს
ამშვენებს ჩემით სახელი.


შ-ასო ვარ შაშვისფერი.
მიყვარს შემოდგომის დღენი.
შრომისმოყვარე ვარ დიდად,
მოსავალი,მიწა მიყვარს.


ჩ-ასოს მიყვარს სიჩუმე,
ჩამიჩუმიც რომ არ ისმის,
ხმოვნები უფრო მიგებენ,
თანხმოვნებს ჩემი არ ესმით.


ცეცხლოვანი და ლაღი ვარ,
ყველა თქვენგანზე მარდი ვარ.
არ მიყვარს ნელი ფიქრები,
ვიცი ყველას მე გჭირდებით.


ვარ ძლიერი,როგორც ძეგლი,
მიყვარს ყველაფერი ძველი.
ვეთანხმები გამონათქვამს:
"ერთობაშიაო ძალა".


წ-ასო ვარ წამირად
იქ გავჩნდები,სადაც მეტყვით.
წიწილასავით ვწრიალებ,
ერთი წამიც ვერ ვჩერდები.


ჭორიკანას მეძახიან,
ხმოვნები და თანხმოვნები.
მე კი თქვენ მგონიხართ დიდად
შარიანი, ამრევები.


მე ხუმარას მეძახიან,
მიყვარს ტკბილი იმორი.
ხანდახან თუ გავიცინებთ,
ვერ გვაჯობებს ჩვენ სხვა ერი.


ჯ-ასო ვარ ჯანიანი,
ჯიტი და ცოტა ჯმუხიც.
ტყულად ნუ შემაწუხებთ,
თორემ არ აგცდებათ მუშტი.


ჰ-ასო ვარ ჰაერივით
საჭირო და სასარგებლო.
ჩემოდ ვერც ერთი ბგერა
ერთი წამიც ვერ არსებობთ.
ახლა გვეყოს ყოყოჩობა,
ყველას გვიყვარს ჩვენი თავი,
მაგრამ ერთმანეთის გარდა,
რავინ გვყავს საფიცარი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზაფხულიმოვიდა ზაფხულის ლამაზი დღეები, მზე ისე ახლოა, თითქოს ვეხუტებით მალე ჩავალაგებთ ჩემოდნებს მარდად, სოფლებს ...ახალი წელი ტყეშიზეიმია ცხოველებში გაანათეს ტყე და ახალი წლის შესახვედრად ემზადება ყველა.. საქმე გადაინაწილეს დათვმა, ტურა...შემოდგომა ტყეშიშემოდგომის ერთ საღამოს, ტყეში ჟრიამულია, მოსავალი აუღიათ ბაჭიებს,უშრომიათ. შეაგროვეს სტაფილო და ვეებერთელ...გაზაფხულიგაიღვიძა ციცქნა იამ, შეისწორა ბაფთა. ენძელას კი ჩაუცვია თეთრი, ნაზი კაბა, ყოჩივარდამ გადაისვა ვარდისფერი ...ზამთარიმოდის ბავშვების დღესასწაული, მოაქვს სიცელქე,აურზაური წერილებს დავწერთ ბავშვები მრავალს, მას თოვლის ბაბუ წ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026