kids.ge logo

ცხოველთა ნადიმი

ფავორიტებში დამატება

ტყეში ცხოველთ ნადიმი აქვთ,
გაუშლიათ დიდი სუფრა,
ლომი თამადად დამჯდარა,
მოადგილედ ფლიდი ტურა.
მელაკუდა გრძელი კუდით,
მტვერს არიდებს მოჭრილ კუნძებს,
-აქ დაბრძანდით, კეთილ იყოს!
დასტრილებს მოსულ სტუმრებს.
ირმის რქებზე სკუპა სკუპით,
ჩიტუნები დახტიან,
განა ასე ქარს გამოჰყვნენ,
სტუმრად მოუყვანიათ.
ვეფხვი დარაჯად დამდგარა,
მგლების ხროვას გასცქერის,
არ გაბედონ გაბრაზება,
წყინარი ზღარბების.
ქურციკს, ჯიხვებს, მამლაყინწებს,
მაყი აქვთ სირბილი,
ბუჩქში კურდღელი და ციყვი,
განაბულა ღიმილით.
ტყეში ცხოველთ ნადიმი აქვთ,
ყველა თანასწორია,
წყინარნი მტაცებლებთან,
სიტყვებს აღარ წონიან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფისოაგერ ფისო შემოძვრა, დახურულ კარს ვერ ხედავს, ჩემთან უნდა საწოლში, ერი ნახეთ რას ბედავს? დედა სულ მიბრაზდე...ზამთრის პირიზამთრის პირას სიცივით, აბუზულან ჩიტები, ცაში მათი ჭიკ-ჭიკი, აღარ ისმის, მიხვდებით. ხეს ფოთლები გაცვივდა, ...შემოდგომის ლეგენდებიშემოდგომის ლეგენდები, მოკლე დღით და გრძელი ღამით, სიუხვით და სურნელებით, დაჰქრის აღმა გრილი ქარი. ვაზის მ...ახალი წლის ღამეახალი წლის ღამეს უყვარს, ჩურჩხელა და თხილი, თოვლის პაპას ველოდები, აღარ მინდა ძილი.. იქნებ ღამე მოიპაროს,...გაზაფხულიენძელების ნაზი ჯარი, დაეფინა მიწას, ფრთხილად! ფეხი არ დაადგა, ჯერაც წყნარად სძინავთ. სადაცაა თავს წამოჰყო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026