kids.ge logo

ლევანი და აქლემი

ფავორიტებში დამატება

მასწავლებელი გაკვეთილს
უხსნის პატარებს კლასში,
მას გასუსული შეჰყურებს
ოცდაერთივე ბავშვი.

საინტერესოდ უყვება
გარეულ ცხოველებზე:
ლომზე, მელაზე, ფოცხვერზე,
დათვზე, ტურაზე, მგელზე

და თან აჩვენებს სურათებს-
ლამაზებს, ფერად-ფერადს,
ზოგი ჭრელია და ზოგი
შავი, მორუხო ფერად.

მერე კლასს ჰკითხა:-"ბავშვებო,
რა ცხოველები იცით?
ან ზოპარკში რა ნახეთ,
ან სურათიან წიგნში?

კითხვის პასუხად ლევანი
ზე წამოიჭრა მყისვე,
-"მე ვიცი ერთი ცხოველი,
სავარძელი აქვს ზურგზე".

მასწავლებელი იცინის;
-"აი, თქვენ გამოცანა,
რა მოწონა ჩვენს ლევანს?
აბა,მითხარი ანა."

წამით დაფიქრდა გოგო და
პასუხს ღიმილიც ახლავს;
-"მასწავლებელო, ლევანმა
ალბათ აქლემი ნახა."

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კნუტმა შეგაშინათ? ზამთარია. ცივა,ცივა. მაღლა ციდან ფიფქი ცვივა, ხეებიც კი მობუზულან, ბეღურებო, თქვენ არ გცივათ? მართლაც შეუ...ახალი წელი ტყეშიტყეში არის ფაციფუცი ახალი წლის მოლოდინში, ციყვმა გირჩი მოიტანა, გაუჩრია რკო, ღორს დინგში. ვირთხა კაკალს მ...ბალი და ლალიხის წვეროზე შერჩენილა, ერთი მუწა ბალი და იმ ბალის შეჭმის სურვილს შეუპყრია ლალი. ხეზე ასვლა უნდა, მაგრამ ე...* * *ჩემი წკმუტუნა ბათურა, კუდთეთრა, ტანად მუქია, ჯერ პატარაა, სულელი, აფრთხობს თვით მთვარის შუქია....ჩემი ბაბუაჩემი ერთა ბაბუა მიყვარს ძალიან. ბაბუს ჩემთან სათამაშოდ მუდამ სცალია. დამიჯდება, მიკითხავს ზღაპრებსა და არ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026