kids.ge logo

ზამთარი მოსულა ყველასთან!

ფავორიტებში დამატება

მოსულა ზამთარი მხირული
დიდრონი ფანტელების ჟრიმულით,
სპეტაკი თოვლის საფარველით
ზამთარი მოსულა სანატრელი!

გუნებაცვალებადი ზამთარია,-
ხან თოვს, ხან წვიმს და ხან ქარია,
მოსულა ყინულისაბჯრინი,
ხან მზინი, ხან ავდრინი.

მოსულა ზამთარი კუდღლიანშიც,
მოსულა ზამთარი ციყვიანშიც...
მოსულა ზამთარი ტყეში, ღრეში,
ლამაზი ზამთარი ვერცხლის ფერში...

თეთრად ჩამომდგარა ნუკრიანშიც,
ზამთარი თოვლისქურქიანი,
ზამთარი მოსულა ირმიანშიც,
ზამთარი-ვერცხლისსირმიანი.

მოსულა ყველგან და ყველასთვის,-
მგლისთვის, ტახისთვის თუ მელასთვის...
ჩიტებმა ცაში შეკრეს კამარა:
-ზამთარს შევეგებოთ?
-აბა, რა!

ყინულქვეშ გაიტრუნა ნაკადული,
ეცრად შეწყვიტა რაკარუკი,
მდინარეს ნაპირები გაყინა,
წყაროს კი ... დათვივით დაძინა?!

ზამთარი ფუმფულაქურქინი,
ზამთარი თოვლისბუქიანი,
მთა-ბარი ასე რად მორთულა?
ვერ ხედავ?
ზამთარი მოსულა!

-მშვიდობით მოხვედი, ზამთარო,
ჩვენს ტყეში თეთრად ჩამდგარო?
შაშვმა ცაში გაჭრა კამარა:
-მშვიდობით მოვიდა!
ბა, რა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაბუს ჯოხიფეხი ძლიერ სტკივაო,- დარდობს გოგო ღაბუა, -ჯოხს ეყრდნობა, ძლივს დადის ჩემი კარგი ბაბუა! მოხუცისკენ გაიქცა ...თოვლის ფიფქი მოფარფატებსთოვლის ფიფქი მოფარფატებს ციდან, მერე რა, რომ არის ერთი ციდა, ჩუმად ამბობს: მარტო როდი ვიქნები, მომყვებიან...შემოდგომის მიწურული და ზამთრის პირიმოტეხა სიმინდი. დაწურა ყურძენი. -ვის უნდა ჩურჩხელა?-თუხთუხებს თათარა. დაკრიფა ხილი და დაბერტყა კაკალი. ნო...საახალწლო-თოვლის ბაბუა, სანტა კლაუსი, მწვანე ნაძვისხე, კოხტად მორთული ... გვიღიმიან და გვეუბნებიან: -ახალი წელიაო ...კალიადახტის ბებოს ბოსტანში სკუპ-სკუპელა კალია, განა საქმეს მოცდება, წამითაც არ სცალია. ნარგავებს აკნატუნებს......
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026