kids.ge logo

ელენიკოს საბანი

ფავორიტებში დამატება

ნაჭრის საბანს კერავს ბებო,
ნაჭრის საბანს, სანაქებოს,
ლენიკო ადგას თავზე,
ფენს სიტყვის ფიანდაზებს.

შეკონჭავთ სანაჭრეთი,
ვერ გაძღება კაცი ჭვრეტით:
აბრეშუმი, ჩითი, ბამბა
ნემსის წვერმა ამოლამბა.

კრეპდეშინი, ნარმა, სელი -
ბებო ხელებს არ ასვენებს,
აგვირისტებს დიბა-ატლასს,
შეშურდება თვით ჭრელ კატას.

ცალი ფეხით ხტის მახათი,
ლეს ხათრით, ბებოს ხათრით,
ხტის და ცქვიტად, მარჯვედ აგებს
ორმაგ ძაფის ლიანდაგებს.

კრავს სალტეს და უჭერს ღვედებს -
თხკუთხედებს, სამკუთხედებს.
რომბებს ისეთ გრძნობებს აქსოვს,
რის პიკასო, რა პიკასო.

ნაჭრის საბანს კერავს ბებო,
ნაჭრის საბანს, სანაქებოს.
დახურავს ელენიკოს,
გაუმრავლებს გულის სიტკბოს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლექსების რიგშიარც ვაშლებს, არც კანფეტებს, ბებო ლექსებს არიგებს, თითო შეხვდა ელენეს, იკას, სანდროს, მარიკოს. რიგში დგანა...მათე და თხათხა-პეტელა, თხა-ბენტერა მათეს ეზოს დაემტერა. წაიგრძელა ყრონტი, არ დატოვა ყლორტი. რაც კი ჩანდა მწვანედ, ჭა...დაკარგული ჭუჭულიდაეკარგა იხვს ჭუჭული, ბაფთიანი, გაპრანჭული. ეძებს იხვი თავის ჭუჭულს, აღარ ტოვებს კუთხე-კუნჭულს: – სად წავ...აბურდალი, ნაბურდალიაბურდალი, ნაბურდალი კრუხ-წიწილას საბუდარი, თივის ბურდა- ბარდები, წიწილები მარდები. შავები და თეთრები, კრუ...გათვლაგათვლას ვიწყებ:ერთი, ორი, ბილიკზე დევს დიდი მორი. გადაახტა ყანჩა, მორი უკან დარჩა. იხვიც ვაგლახ-ჯაფითა დი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026