kids.ge logo

ჰულა ჰუპი

ფავორიტებში დამატება

ერთი, ორი, სკუპი, სკუპი,
დატრიალდა ჰულა ჰუპი.
დადევნა მსუქან ზებრას,
უყვარს მისი გაბრაზება.
მოეხვია რქებზე ირემს,
აღმა-დაღმა არბენინებს,
ხოლო დაღლილ, ბებერ აქლემს,
აქეთ-იქით თავს რომ აქნევს,
დასტრილებს, როგორც ბუზი,
მობზრილე ჰულა ჰუპი.
გაცებით უმზერს ლამა,
ცელქ ჰულა ჰუპს, კოტრილას.
ეშმაკუნა ჰულა ჰუპმა
სად ირბინა, სად ისკუპა
და ბოლოს ზღარბს, როგორც ხუფი,
ჩამოემხო ჰულა ჰუპი.
იტრილა, არ გაჩერდა
და ეკლებში გაჭედა.
დარდობს ზღარბი, ზღარბუნია,
მოსდის ცრემლი ღაპა-ღუპით:
-მეც მინდოდა, რომ სხვებივით
მეთამაშა ჰულა ჰუპი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მეცამეტე გოჭიდაიბადნენ გოჭები, ლოტოს მრგვალი კოჭები და დინგების ცეცებით დედის ძუძუს ეძებენ. დედა ღორი ღრუტუნებს: -დაიც...* * *ხის ხიდი ხის ხიმინჯებზე ხუხულასავით ხანხალებს, ხურო ხარიხებს ხერხავს და ხევი ხარივით ხარხარებს....ბეჰეჰე და ბეჰებეჰემოთი ბეჰე და ბეჰემოთი ბეჰეჰე, ლაფში ამოსვრილები უფიცხებენ მზეს ფეხებს. აბაზანებს იღებენ, აქვთ ტალახის...მათე და თხათხა-პეტელა, თხა-ბენტერა მათეს ეზოს დაემტერა. წაიგრძელა ყრონტი, არ დატოვა ყლორტი. რაც კი ჩანდა მწვანედ, ჭა...დუნკლი დუნკლიდუნკლი, დუნკლი, დუნკლები, ბატის თეთრი ჭუკები, ჟრიამულით აიკლეს განიერი შუკები. როგორც ჯარისკაცები, მწკრივ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026