kids.ge logo

ლოკოკინა კოკინა

ფავორიტებში დამატება

ლოკოკინა კოკინამ,
სახე გადალოკილმა,
რქები, წყვილი ანტენა,
დილის შუქზე დატენა.
უნდა სათადარიგოდ,
ღამით გზა რომ გაიგნოს.
თანაც, ფეხებბორკილა
ლოკოკინა კოკინა,
თავის ვილა-სასახლეს
ზოგჯერ აჩახჩახებს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026