kids.ge logo

თბილისური

ფავორიტებში დამატება

მთაწმინდისკენ გავუყევი ბილიკებს,
გამახსენდი, შენი ნახვა მომინდა,
სიყვარულით შევსვი ტკბილი ზედაშე,
მეტეხს გულით ვესალბუნე გრძნობითა!

მენატრება მტკვარზე ტივის ჭრილი,
ყარაჩოხლის შევსებული ჭაშნიკი,
ფიროსმანის დროინდელი დუქანი,
კინტობის ოკრობოკრო არშიყი!

კაფე შანტანს მივაშურებ ღიღინით,
თვალს ჩავუკრავ ორთაჭალის ლამაზმანს,
ტრფობით გული ავსილი მაქვს იმედით,
თხოვთ, ნუ დამსჯით სიყვარულის ავაზაკს!

სატრფილოს ფერით ვავსებ ფილას,
სადღეგრძელოს ვამბობ თქვენი ფერებით,
დაგიამდეთ ქვეყნად სევდა, ირა,
გეხუტებით ყველას გაშლილ ხელებით!

მაშ, მოდით და დაკარით ბიჭებო,
სიყვარული მინდა თქვენი ვიგემო,
სალაღობოს ალავერდით გადმოვალ,
მინდა, თქვენი სიყვარულით ვიმღერო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნუციკო და ბალიეს ნუციკელა პატარა, ბლის კუნწულებთნ საუბრობს, ჯერ მათი გემო არ იცის, რადგან ფაფებით საუზმობს. ნეტავ, რას ...ვარდმა თქვასურნელი მაქვს უკვდავების, სილამაზე ველური, ყვავილების დედოფალას, ვარდი მქვია რჩეული. მოგილოცავთ, მეგობრებ...შემოდგომახილი დატკბა და დამწიფდა, მოკრიფეს დააბინავეს, ზოგი დაჭრეს და დაჩირეს, ჰაერზე გაანიავეს. ზოგით მურაბა მოხა...დედაშვილობადედისთვის შვილი განძია, შვილისთვის დედა მნათობი, კანდელის წმინდა ალია, მისთვის სიცოცხლის დამთბობი! დედაშვ...მათემატიკა თუ იციამ ცხოვრების ავან-ჩავანს ვერ გაიგებ მარტივად, თუ არ იცი ანგარიშის კარგი არითმეტიკა. ყველაფერი რით იწყება,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026