kids.ge logo

კუკრუჭანა თუ გოგრიმიჭელა

ფავორიტებში დამატება

არ იციან, რომელი
ირჩიონ ბიჭებმა,
ციცქნა კუკრუჭანა თუ
გრძელი გოგრიმიჭელა.
ერთი ყლაპ! და უცებ ჭამენ
პაწაწინა კუკრუჭანებს,
ხოლო გოგრიმიჭელა
დიდხანს ტკბილად იჭმევა;
მაგრამ რაკი მსუნაგებს
არც ერთი არ ეთმობათ,
ისწავლიან თუ მალე
გაყოფას და ერთობას,
როგორც გოგრიმიჭელებს,
სე კუკრუჭანებს,
ძმები ძმურად ორივეს
ერთად ტკბილად ჭამენ.

*(ჩურჩხელის სახებები)

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *ხის ხიდი ხის ხიმინჯებზე ხუხულასავით ხანხალებს, ხურო ხარიხებს ხერხავს და ხევი ხარივით ხარხარებს....დაბნეული ამიკოდედას უნდა მოხვევა, მამას უნდა მოხვევა, ბებოს უნდა მოხვევა, ბაბუს უნდა მოხვევა. _აი,-ფიქრობს ამიკო,- მართ...კრუხის დარიგებამოუსვენარ წიწილებს რას ასწავლის დედა? -ერთმანეთის სიყვარულს და ცხოვრებას ერთად. კიდევ ეზოს სიყვარულს და ს...ნანინანანა,ნანა,ნანები, ღამე მოდის ფერადი, სანამ დედის ფრთებში ხართ, შეგაშინებთ ვერავინ. თქვენთვის, ნანა, ნანინ...პანტა-პუნტებიპანტა-პუნტა-პანტებით ტყეში ცვივა პანტები, სად არიან ციყვები? სად არიან პანდები? ეცინებათ ციყვუნებს, ეცინე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026