kids.ge logo

პურის ცხობა ვისწავლე

ფავორიტებში დამატება

საქმურად როგორ ვიყო,
ცომით არის სავსე ვარცლი,
ვიკაპიწებ ციცქნა ხელებს,
დედას ცხობას აღარ ვაცლი.
ვათამაშებ ცომის გუნდას,
პურის ცხობა ასე უნდა.
მართალია, ფქვილში და
ცომში ამოვისვარე,
მაგრამ სამაგიროდ
პურის ცხობა ვისწავლე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჟირაფის შარფიმეგობრები ძველი ლამას მუდამ ახსოვს, ამიტომაც ახლა ჟირაფისთვის შარფს ქსოვს. ხელი კი აქვს სწრაფი, თუ ეყოფა ...კრუხის დარიგებამოუსვენარ წიწილებს რას ასწავლის დედა? -ერთმანეთის სიყვარულს და ცხოვრებას ერთად. კიდევ ეზოს სიყვარულს და ს...ღამურაყველასაგან მალულად სხვენში ცხოვრობს ღამურა, ჭერზე თავდაყირა ჰკიდია და სძინავს. თუმც, დროდადრო,როცა ღიმილი...ტრაბახა ქვაბიტრაბახობდა ქვაბი თუჯის: -ვის აქვს ჩემნაირი რუჯი? მურითა ვარ გათხუპნილი, ტანს ვიხატავ ცეცხლის ფუნჯით. ეცინ...კაპიტანი თაგუნათაგუნია ცმაცუნა გემით სად არ დაცურავს, აბარია საწყობიც- დილას ხვდება განწყობით! მისი არის გემბანიც, სადაც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026