kids.ge logo

მკალავი და ვირი

ფავორიტებში დამატება

ერთი მკალავი იყო. ვირს საფქვავი აჰკიდა, წისქვილში წავიდა, დაფქვა, გამობრუნდა. გზაზე ვირი დაუდგა. ვეღარ დაძრა, დაღონდა. ჯიბეში ნიშადური ედვა, ქვაზე დანაყა და ვირს კუდ ქვეშ მოსცხო, ეგება დასწვას და ააჩქაროსო.

რა ნიშადური მოსცხო, ვირი ესეთი გაიქცა, მკალავი ვეღარ მოეწია. დაღონდა: ვირი არსად გარდამეჭრას და არ დავკარგოო. ცოტა ნიშადური თითონაც ამოისვა: ეგების ვირს მივეწიოო.

ასე გაშმაგდა მკალავი, ვირსაც გაუსწრა, სოფელი და თავისი სახლიც გაირბინა. ცოლს მისძახა: ჩემი ნიშადური ცხარი იყო, მე ვეღარ დამდგარვარ და ვირს ეპატრონეო!


- რუქავ, შენც ნიშადური ამოგისვამს, იგი გაჩქარებს, თვარა მეფის წინაშე შენგან და ანუ სხვათაგან მაგ რიგი ვითარ იკადრება?

მერმე ჯუმბერ დადრკა, მამას ეთაყვანა, მიწას აკოცა და ეგრე მოახსენა:

- დამბადებელიმცა შენი დიდებულ არს, სვემცა შენი ბედითურთ ამაღლებულ არს, სახელიმცა შენი ნუ დაილევის! შენის სიმაღლით მდაბლის გულითგან ჰბრძანებ, თვარა მე შენსა პირისპირ ჭვრეტასაც არა ღირს ვარ, არა თუ ეგეთსა წყალობასა. მე თუცა შენი მოწყალე ბრძანება მესმიან, ყოველთა დიდებათა უდიდესად მიჩანს.

მე თუ რამ სიკეთე მაქვნ - შენგან, თვარა ვინ ნახა ქვრიმა დათესოს და ებრენიკი მოიმკოს, ანუ ეკალი დაერგოს და ხურმა მაზედ მოეკრიფოს. კეთილი ხე კეთილს მოიბამს, თვარა თავით თვისით ხილი უნერგი კარგი არ იქმნება, და არცა ალქატი ხე რწყვითა და კაზმით გაკეთდება.

არაკად თქმულა: ქორი ქორსა სჩეკს და ძერა ძერუკასაო. ჩემს სიკეთეს მე ნუ მაკვეხებ და ნურც მე მადებ.

კალატოზმან, რომელმან ნატიფად სახლი აღაშენა, სახლის სიკეთეა, ანუ მაშენებლისა?

მხედარმან, რომელმან კვიცი კარგა სადავედ გაწვართოს, კვიცის საქებელია, თუ მხედრისა?

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა იგავ-არაკები

ბერი და ყრმა

ერთი ბერი უკბილო კაცი და ერთი ცოტა ყრმა ერთად სხდეს და საჭმელსა სჭამდეს. ორთავე ტირილი იწყეს. ჰკითხეს ბერსა: რად სტირიო? თქვა ბერმან: მე კბილი არა მაქვს და ცო...

აქლემი და ვირი

ერთი აქლემი და ერთი ვირი, დიაღ დაღლეტილნი, დაძმობილდენ და თავის პატრონს გაეპარნენ. წავიდნენ აგარათა ადგილთა. დიდად გასუქდენ მთასა მას ზედა. დაავიწყდათ სიმჭლე და...

მელი და წერო

მელმან წერო იწვია. ოსპი შეუგბო და სპილენძის თეფშზე დაუსხა. ორთავ ჭამა დაუწყეს. მელი ენით სთქლაფევდა და წერო რას შესჭამდა თეფშზე? თითო-თითოს თუ აიღებდა. მეორეს ...

მგელი, თხა და თივა

ერთს ვიწროს ხიდს გაგიდებ და ზედ ერთი მგელი, ერთი თხა და ერთი ხორომი თივა ესრეთ თითო-თითო გაიტანე, მგელმან თხა არ მოკლას და თხამ თივა არ შეჭამოს. დაჰყვა ძე მეფის...

გლახა და მდიდარი

ერთი გლახა კაცი თავის სახლში იჯდა და ინატრა: ღმერთო, ხუთასი მარჩილი მომეცო და თუ ან ერთი აკლია, არ ვინდომებო. ერთი მდიდარი კაცი თურე ბანზე იარებოდა, მან გაიგონ...

მთიული და კაკლის ხე

კაცი ვინმე იყო, ზეგანთა ალაგთა მყოფი, რომელსა წალკოტი არა ენახა. ჩამოვიდა ბართა ადგილთა, წალკოტი ნახა. შევიდა შიგან. ყოველივე ნახა: ხეხილი, მწვანვილი. დია მოეწ...

მეფე და სიკვდილი

ერთი მეფე იყო, ფიცევდა: მე სიკვდილი ეგრე ვერ მომკლავს, მეც ის არ მოვკლაო! მოიმზადა აბჯარი და ხრმალ-დარაკა. მზა უდგა სიკვდილსა. რა დღე მოუვიდა, დასნეულდა, საჭუ...

მეფე და მხატვარი

მეფე ლავდიკიისა იყო ბრმა ცალის თვალითა. ჰყვა მხატვარი ხელოვანი და მიზეზსა ეძებდა მის მხატვრისასა. უბრძანა: - მინდა მსგავსი ჩემი სახე დამიხატო! თქვა გულსა შინა...

ენით დაკოდილი

ერთი კაცი და ერთი დათვი დაძმობილდენ. აწვია კაცმან მან დათვი იგი, ლხინი აჩვენა. დათვი დაეთხოვა, გამოესალმა, მან კაცმან აკოცა და ცოლსაც აკოცნინა დათვისათვის. მას...

მეფე ხორასნისა

იყო ერთი მეფე ხორასანსა დიდებული, კეთილ-გონიერი, უხვი და მოწყალე. დღესა ერთსა გახსნა სამნი სალარონი და უხმო ყოველსა საბრძანებელსა, რათა ყოველმან დიდმან და მცირე...

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: შონია:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ემოციური ინტელექტის გამოყენება სტრესის მართვაში

დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს ემოციური ინტელექტის გამოყენება სტრესის მართვაში.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026