kids.ge logo

სოკოს მკურნალი

ფავორიტებში დამატება

ჩემმან მასპინძელმან, ქურთისტანის ბატონმან, მე წამიყვანა, დედა მისი თავად ხნიანი დიაცი იყო, და მერმე ასრე თქვეს: ოცი წელიწადია ასრე არისო და ვერა აქიმმან ვერ უწამლა რაო. 

მიველ, ვნახე, უსუსურად იყო, დამჭლობილ იყო, ღონე არა ჰქონდა; ხორცი დაეყარა, ფერი წასლოდა, საჭმელს ვერ ინელებდა, სლვისაგან დავრდომილიყო, სიტყვა დამძიმებოდა, მაგრამ ცნობა კიდევ კარგი ჰქონდა. გავსინჯე. დიდი ზრუნვა შემექნა. რა მრავალი გულისთქმა შევქმენ, მის სენის თავი შევიგენ. ღვიძლზედ სოკო დასხმოდა და მას გაეხადა. გამიჭირდა და დავღონდი. 

ვუთხარ: ამას ასეთი სენი სჭირს, რომ ხნიანიც არ იყოს, ძნელ მოსარჩენი არის, მაგრამ ჩემს ოსტატობას ვსცდი-მეთქი და მადლი ღმერთსა-მეთქი. 

მათაც ნება დამრთეს. აბანოს გარ სრულობით ნაბადი მოვაკარ და შიგან ფარდაგი დავკიდე, რომ ნიავი არ შემოსულიყო და ორთქლი დამდგარიყო. შევიყვანე, საძილო წამალი ვასვი, დავაწვინე. მუცელი გავუპე, შიგანი გამოვუშალე, საცა ღვიძლზე ან გვამში სოკო ესხა, ამოვთალე, წამლები დავსცხე, ზეთები დავასხი. შიგანი შიგავ შევუკრიფე, მის მის ადგილს დავაწყევ, მუცელი გავუკერე და მაგრად შევუკარ. რა გაეღვიძა, წამლით ხელი შევუწყევ. გავამთელე. მორჩა, გასუქდა, გაკეთდა. დიდად მიქებდენ ხელოვნებასა და მაქებდენ ყოველნი. 

რაც ხანი მუნ დავყავ, მალხინეს, განმასვენეს და კარგის ამბებით შემაქციეს.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა იგავ-არაკები

ხარბი გლახაკი

გლახაკი ვინმე იყო უპოვარი ყოვლისაგან ნივთისა. ეზმანა მას: სამეოცი ცხოვარი ჰყვა და ენება განსყიდვა. მოვიდა კაცი ერთი და მოსცა თითოსათვის ხუთ-ხუთი კირმანეული. ც...

გლეხი და სამი გველი

ერთი კაცი ყანას მკიდა. ნახა, ორი გველი თამაშობდა. ერთმან გველმან მეორე დააწვინა, გარეშემო თვით წრე შემოავლო და წავიდა. მივიდა ერთი სხვა გველი. დაინახა, წრეს ში...

მეფე და სიკვდილი

ერთი მეფე იყო, ფიცევდა: მე სიკვდილი ეგრე ვერ მომკლავს, მეც ის არ მოვკლაო! მოიმზადა აბჯარი და ხრმალ-დარაკა. მზა უდგა სიკვდილსა. რა დღე მოუვიდა, დასნეულდა, საჭუ...

ძაღლები და მგელი

ერთი მძორი იდვა ადგილსა ერთსა. და შვიდი-რვა ძაღლნი ეხვივნენ, სჭამდენ მძორსა და იღრინებოდნენ და შუღლობდენ და კბენდენ ერთმანერთსა. ნახეს მგელი მომავალი. მათი შუღ...

მთიული და კაკლის ხე

კაცი ვინმე იყო, ზეგანთა ალაგთა მყოფი, რომელსა წალკოტი არა ენახა. ჩამოვიდა ბართა ადგილთა, წალკოტი ნახა. შევიდა შიგან. ყოველივე ნახა: ხეხილი, მწვანვილი. დია მოეწ...

ბერი და ყრმა

ერთი ბერი უკბილო კაცი და ერთი ცოტა ყრმა ერთად სხდეს და საჭმელსა სჭამდეს. ორთავე ტირილი იწყეს. ჰკითხეს ბერსა: რად სტირიო? თქვა ბერმან: მე კბილი არა მაქვს და ცო...

ანჩხლი ცოლის პატრონი

ერთი კაცი იყო საბრალო და მართალი. ერთი ანჩხლი ცოლი ჰყვა. ეს კაცი, რა პურს აიღებდის ჭამად, მდინარის პირს დაჯდის, ზოგი თვით სჭამის და ზოგი მდინარეში ჩაყარის. გამო...

სოფლის მაშენებელნი

ერთი ძაღლი და ერთი მამალი დაძმობილდენ: სოფელი ავაშენოთო! ძაღლმან უთხრა: როგორ ავაშენოთო? მამალმან უთხრა: შენ იყეფე, მე ვიყივლებ და აშენდებაო. წავიდენ ტყეში. ...

ორი პურით მასპინძლობა

მიველ ერთსა წყაროზე. ორნი კაცნი წყალსა სმიდენ. რა მნახეს, ჩემი ნახვა იამათ. დასხდენ ჭამად. ორის პურის მეტი არა ჰქონდათ რა. მეც დამსვეს. ერთი პური ერთმან დაიდვა ...

ბროწეულის წვენი

ერთი მებაღე იყო მოსავი ღვთისა და მართალი კაცი. ვინც მასთან მივიდის, ხილი მიართვის. ერთი ბროწეული გამოუწურის. რაგინდ დიდი ჯამი ყოფილიყო, ერთის ბროწეულის წვენით ა...

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: აბაშიძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ონლაინ პროგრამების გამოყენების უსაფრთხოება

აუხსენით ბავშვს, როგორ უნდა გამოიყენოს ონლაინ პროგრამები უსაფრთხოდ და როგორ უნდა დაიცვას თავისი პირადი ინფორმაცია.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026