kids.ge logo

კაცი და გველი

ფავორიტებში დამატება

ერთი კაცი მოვიდოდა გზაზედა. ნახა, ერთს ძეძვს ცეცხლი შემოჰგზნებია და ზედ გველი გასულა. წასასვლელი გზა არა აქვს, ღონობს და წივის. ნახა მან კაცმან, შეეწყალა და თქვა: ამ გველს მოვარჩენ, მადლია ჩემთვისაო.

მივიდა, შუბის წვერი მიუშვირა. გველი ზედ შემოეხვია, მხარზე შეახლტა და ყელს შემოეღვლარჭნა, მაგრა მოუჭირა.

ჰკითხა მან კაცმან: რა გაწყინე, რატომ მიზამ? სიკვდილს მოგარჩინეო!

გველმან უთხრა: კარგისათვის კარგი არავის უქმნია და მეც ასრე გიყავო.

კაცი შეეხვეწა: ამდენი მაცალე, იგი ჭანდარი რომ დგას, მუნამდის მივიდეთ და მას ვჰკითხოთ. თუ ჩემის ცოდვით ხემაც ხმა ამოიღოს და დაგიშალოს, გამიშვი, თუ არა და, რაც გინდა მიყავო.

ცოტა მოუფონა გველმან და მივიდნენ ჭანდართან.

ჰკითხა მან კაცმან: ეს გველი სიკვდილს მოვარჩინე, აწ ასე მიზამსო.

მან ჭანდარმან ეგრე უთხრა: ამ ცხელს მინდორში მარტო ერთი ხე ვდგავარ; მგზავრი, თუ არ ჩემს ჩრდილში, ვერ განისვენებს. მოვლენ, მოიგრილებენ, დავაჩრდილებ, მერმე შტოებს დამამტვრევენ, ზოგს დასწვენ, ზოგს კოლოფებად აკეთებენ: რა კარგი ხეაო! კარგისათვის კარგი არავის უქმნია, მოუჭირე, გველოო!

მოუჭირა ყელსა გველმან.

კიდევ შეეხვეწა კაცი გველსა: ცოტა მოუშვიო, აგერ ხარი სძოვს, მას ვჰკითხოთო!

წავიდნენ, ხარს ჰკითხეს.

ხარმან უთხრა: მოვხნავ, დავფარცხავ, გავლეწ და ზაფხულ-ზამთარ სულ კაცთათვის ვმუშაობ, დამაწვენენ და დამკვლენ: რაო და, სტუმარი მომივიდაო! კარგისათვის კარგი არავის უქმნია, მოუჭირე, გველოო!

მოუჭირა კიდევ ყელსა.

შეეხვეწა კაცი: ცოტა კიდევ მაცალე, აგერ მელი არის და მასაც ვჰკითხოთო!

მივიდნენ, მელს ჰკითხეს. კაცმან თავისი საჩივარი და გველმან ხისა და ხარის მოწმობა მოახსენა.

მელმან უთხრა თავის ხერხიანის სიტყვითა გველს: ლომნადირთ ხელმწიფისაგან დასმული მდივანბეგი ვარო, ყელზე შემოჰხვევიხარ და ისე მესამართლები, როგორ იქმნებაო? შემოეშვი და შენც დამიჩოქე და ამ კაცმანცაო!

რა გველი შემოეშვა და დაბლა ჩამოვიდა, დაჰკრა მელმან ტოტი თავში, გველი მოკლა და თქვა: გველის სამართალი ეს არისო!

მერმე მან კაცმან ის მელა აღარ დაინდო და შუბის ცემა მოინდომა: კარგი რამ ბეწვი აქვსო.

შეუტყო მელმან, გაექცა და თავსა აბრალა: დავაშავე, მოვარჩინეო!

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 8–15
ოპტიმალური ასაკი: 10–13

სხვა იგავ-არაკები

მელი და წერო

მელმან წერო იწვია. ოსპი შეუგბო და სპილენძის თეფშზე დაუსხა. ორთავ ჭამა დაუწყეს. მელი ენით სთქლაფევდა და წერო რას შესჭამდა თეფშზე? თითო-თითოს თუ აიღებდა. მეორეს ...

მეფე და მხატვარი

მეფე ლავდიკიისა იყო ბრმა ცალის თვალითა. ჰყვა მხატვარი ხელოვანი და მიზეზსა ეძებდა მის მხატვრისასა. უბრძანა: - მინდა მსგავსი ჩემი სახე დამიხატო! თქვა გულსა შინა...

სოფლის მაშენებელნი

ერთი ძაღლი და ერთი მამალი დაძმობილდენ: სოფელი ავაშენოთო! ძაღლმან უთხრა: როგორ ავაშენოთო? მამალმან უთხრა: შენ იყეფე, მე ვიყივლებ და აშენდებაო. წავიდენ ტყეში. ...

ხარბი გლახაკი

გლახაკი ვინმე იყო უპოვარი ყოვლისაგან ნივთისა. ეზმანა მას: სამეოცი ცხოვარი ჰყვა და ენება განსყიდვა. მოვიდა კაცი ერთი და მოსცა თითოსათვის ხუთ-ხუთი კირმანეული. ც...

მეფე და სიკვდილი

ერთი მეფე იყო, ფიცევდა: მე სიკვდილი ეგრე ვერ მომკლავს, მეც ის არ მოვკლაო! მოიმზადა აბჯარი და ხრმალ-დარაკა. მზა უდგა სიკვდილსა. რა დღე მოუვიდა, დასნეულდა, საჭუ...

მეფე და მებაღე

იყო მეფე ერთი და აქვნდა წალკოტი, ვითა ჰშვენოდა. მოვიდა მებაღე და მოახსენა მეფესა: - ვარდსა შიგან ბულბულს ბუდე დაუცს. მეფემ უბრძანა: - არა შერჩეს ბულბულსა მა...

კუ და მორიელი

ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ. წავიდნენ გზასა. გასავალი წყალი დახვდათ. მორიელი დაღონდა, გასვლა არ ეძლო. კუმ უთხრა: ზურგს შემაჯექ, მე გაგიყვანო! შეაჯდა ...

აქლემი და ვირი

ერთი აქლემი და ერთი ვირი, დიაღ დაღლეტილნი, დაძმობილდენ და თავის პატრონს გაეპარნენ. წავიდნენ აგარათა ადგილთა. დიდად გასუქდენ მთასა მას ზედა. დაავიწყდათ სიმჭლე და...

მეფე და მისი შვილი

იყო ერთი მეფე მოსამართლე, მოწყალე და მდიდარი ურიცხვი. დაბერდა და შვილი ჰყვანდა კარგი. მისი მეფობა მას მისცა და უთხრა: - შვილო ჩემო! ჩემ მაგიერ შენ იმეფე და, მე ...

მოხერხებული არაბი

ბაღდადის ხალიფა დია კარგი მეჯინიბე იყო და კაის ცხენს ძვირფასად იყიდდა. დავარდა ამისი ხმა. ერთმან არაბმან ერთი ცხენი მოიყვანა, ორი ათას მარჩილად დააფასა. ხალიფამ...

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ნარჩომაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ კითხვების დასმა

წაახალისეთ ბავშვი, დასვას კითხვები და არ შეეშინდეს ცნობისმოყვარეობის გამოხატვის.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026