kids.ge logo

ქაჯთა შემპყრობელი

ფავორიტებში დამატება

იყო სოფელსა ერთსა ხევი კლდიანი და ხრამი, ღრმა ჩასასვლელი მთანი მოსდგმიდენ. მუნ ხიდი იდვა და მის თემის კაცნი მასზე დადიოდენ.

დაიმკვიდრეს ქაჯთა და მასზე მიმავალს კაცს ზოგს ლოდს ესროდენ, ზოგს ეფეთებოდენ და შეშლიდენ.

შეწუხდა თემი და მეფე მის ადგილისა. ვერა უწამლეს რა. მოახსენა ერთმან კაცმან: მე თუ მიბრძანო, გმსახუროო!

დაუმადლა მეფემან და წავიდა კაცი იგი. ორი ორძალი წაიღო, ორი ხირაული, ერთი ქიშა ღვინო, ერთი ქიშა საძილო წამალი, ორი ფიალა და ერთი ღორის ჯაგრის თოკი.

მივიდა მას ხიდზე. ერთი ხირაული მიღმართ გაფინა, ერთი ორძალი და ერთი ფიალა და საძილო წამალი მასზე დადგა. მოღმართ სხვა ხირაული გაფინა, თოკი ქვეშ დაიდვა და ზედ დაჯდა. ღვინო მოიდგა, ორძალს კვრა დაუწყო და ზედ ემღეროდა. ღვინოს სმიდა და მარტოობის ლექსსა იტყოდა.

ნახეს ქაჯთა ეს საქმე. ორნი იყვნენ, მივიდნენ, მას ხირაულზე დასხდნენ. მათაც სმა დაუწყეს და ორძალს კვრა. მოეკიდა საძილო წამალი და ორთავ დაეძინათ. ადგა კაცი იგი, ორნივ ქაჯნი ხირაულში გაახვია, მაგრა ღორის საბლით შეკრა და მეფესთან მიიყვანა.

მათ ქაჯთაც გაეღვიძათ. ჰკითხა მეფემან: თქვენა ხართ ქაჯნი?

მოახსენეს: ჩვენ არა ვართ, ეს თქვენი კაცი ყოფილა ქაჯიცა და ეშმაკიცაო.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა იგავ-არაკები

ოთხი ყრუ

ერთი ყრუ კაცი იყო და ხარი დაკარგა. საძებნელად წავიდა ერთი კაცი შემოეყარა. კითხვა დაუწყო. თურე ის კაცი უფრო ყრუ იყო და ვირი თურე ეპოვნა. მან ხარისა ვერა შეიტყო. ...

უსაქმო კაცი

იყო ერთი მოცლილი, უსაქმო კაცი. არას ნივთისაგან საქმარი არა იცოდა რა. შემოუვიდა გულშიგან და იწყო მიწის თხრა და ნიავება. სამს-ოთხს თვეს მის მეტი არცარა საქმე ჰქონ...

ძაღლები და მგელი

ერთი მძორი იდვა ადგილსა ერთსა. და შვიდი-რვა ძაღლნი ეხვივნენ, სჭამდენ მძორსა და იღრინებოდნენ და შუღლობდენ და კბენდენ ერთმანერთსა. ნახეს მგელი მომავალი. მათი შუღ...

მოტირალი და მოცინარი

ორნი კაცნი იყვნენ ქალაქსა ერთსა. ერთი წამდაუწუმ სულ ტიროდა და ერთი სრულობით იცინოდა, რომე მოწყენილს ვერავინ ნახევდა. ჰკითხეს მოტირალს კაცსა: ავზე და კარგზე, სა...

მგელი, თხა და თივა

ერთს ვიწროს ხიდს გაგიდებ და ზედ ერთი მგელი, ერთი თხა და ერთი ხორომი თივა ესრეთ თითო-თითო გაიტანე, მგელმან თხა არ მოკლას და თხამ თივა არ შეჭამოს. დაჰყვა ძე მეფის...

ქორი, იხვი და კაკაბი

ერთმან ქორმან ერთი იხვი შეიპყრა და ჭამა ენება. იხვი ეგრევე უვნებელი ცოცხალი ეპყრა, ზევიდამ მონადირისაგან შეშინებულმან ერთმან კაკაბმან ჩამოუარა. ქორი წაეტანა, ...

ენით დაკოდილი

ერთი კაცი და ერთი დათვი დაძმობილდენ. აწვია კაცმან მან დათვი იგი, ლხინი აჩვენა. დათვი დაეთხოვა, გამოესალმა, მან კაცმან აკოცა და ცოლსაც აკოცნინა დათვისათვის. მას...

კეთილი გველი

ერთი გლახაკი კაცი მივიდოდა გზასა. ნახა ორი გველი, ერთი შავი და ერთი წითელი, იბრძვის და შავი ერეოდა. და თქვა მან კაცმან: ამ წითელს ეჭირვება მოხმარება და მოვეხმარ...

ობოლი და მისი დედა

იყო ერთი ობოლი მარტვილი. რა მოიზარდა, დედას ჰკითხა: - დედავ, ყოველს კაცს მამა უვის, მე რად არა მყავს? დედამ უთხრა: - შვილო, შენცა გყვანდა, მაგრა წყალმან დაარ...

თხა და მელი

ერთი თხა და ერთი მელი დაძმობილდნენ და საზიაროდ ყანა დათესეს. რა მოსავალი მოუვიდათ, დია კარგი ყანა იყო. მომკეს, გალეწეს და გაანიავეს. ხვავი ცალკერძ დააგროვეს და ...

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: სადუნიშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ შემოქმედებითობა

მიეცით ბავშვს საშუალება, გამოხატოს თავისი შემოქმედებითობა ხატვით, წერით, მუსიკით ან სხვა ხელოვნებით.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026