მდინარის ნაპირას გრძელფეხება და გრძელნისკარტა თეთრი ყანჩა ბინადრობდა. მხრებში ყოფდა თავს, გაუნძრევლა იდგა აბეზარი თაგვებისა და ხვლიკების სადარაჯოზე,რომლებსაც მუსრს ავლებდა, შემდეგ კი გაიძახოდა :_ერთი შემომხედეთ, რა გონიერი, მოქნილი და მოხერხებული ვარო! აცივდა თუ არა ყანჩამ მოიწყინა, სატრაბახო გამოელია,მაგრამ გაახსენდა მალე თბილს ქვეყნებისკენ უნდა გავფრინდეთო ,უცებ გაიფხორა და ჩაილაპარაკა: _ ახლა უკვე დროა კიდევ ერთხელ თავი მოვიწონოო და შესძახა: მეგობრებო, პირველი მე გავფრინდები და დააკვირდით რა სიმაღლეზე შემიძლია ფრენა და შემდეგ მომბაძეთო! _ეს თქვა და ნისკარტაწეული ცაში აიჭრა, ერთხანს მაღლა-მაღლა დაფრინავდა,შემდეგ ჩამოქვეითდა და ბოლოს ყველას დალღლილ-დაქანცული დაენარცხა მიწაზე. ყველამ სიცილი დააყარა, მარტო ერთ ფრთოსანს არ გასცინებია, წამოაყენა, გატეხილი თავი შეუხვია და ჩუმად უთხრა: ტრაბახი უგვანო კაცის საქმეა, სხვის გულს ასე ვერ მოიგებ, დაივიწყე ეს ცუდი ჩვევა და მეტ პატივიცემასაც დაიმსახურებო.
შეგონება (მორალი): ტრაბახი უგვანო კაცის საქმეაო.
სხვა იგავ-არაკები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
თამაში უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გართობა და მხიარულება
თამაშის საშუალებით ბავშვი იგებს თავისი შესაძლებლობების შესახებ, ცდის ახალ იდეებს და უვითარდება წარმოსახვა.
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო