ლომების ოჯახში ერთი პატარა ბოკვერი ბოკე ცხოვრობდა. იგი მუდამ ცუდს ეძებდა და ამჩნევდა სხვაში. დედა ლომს კი თავისი შვილის ეს ქცევა საგონებელში აგდებდა.
ბოკე ყოველდღე რაღაცას იგონებდა, რათა ვინმეზე ერთი ცუდი მაინც ეთქვა. თუმცა ერთ დღესაც ვეღარ იპოვა მიზეზი,ამიტომ რამდენიმე მეზობელს უხმო და ტლაპოში თამაში შესთავაზა ,ისინიც დათანხმდნენ .
ბოკვერმა ბოკემ მეზობლებთან ერთად დიდხანს ითამაშა. თამაშის შემდეგ კი ბუნაგისკენ გაუძღვა მათ . გახარებული გამარჯვებას გულში უკვე ზეიმობდა,ამიტომ თავი ვეღარ შეიკავა მობრუნდა და შესძახა: _ერთი საკუთარ თავს შეხედეთ,როგორი ჭუჭყიანები ხართო! ყველას ძალიან გაუკვირდა მისი ეს საქციელი , მაგრამ
მოულოდნელად გამოჩენილმა ლომმა დარცხვენით უთხრა:
_შვილო, კარგად დააკვირდი შენს თავს. განა მარტო ისინი არიან ჭუჭყიანები?! ტალახში სხვას ისე ვერ ამოსვრი, თავადაც რომ არ დაზარალდეო.
სხვა იგავ-არაკები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
გამოიყენეთ წიგნები, როგორც შთაგონების წყარო
წაახალისეთ ბავშვი, რომ გამოიყენოს წიგნები, როგორც შთაგონების წყარო საკუთარი შემოქმედებისთვის.
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო