ვანო სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი

სიღნაღი, საქართველო • ოქტომბერი, 2019

Scroll

ვანო სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი

ვანო სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი

ვანო სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი

ვანო სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი

ვანო სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი

ვანო სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი

ვანო სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი

ვანო სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი

ვანო სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი

ვანო სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი

ვანო სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი

Project Description

ვანო სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი

Project Dateოქტომბერი, 2019
My Roleგამოფენის ზოგადი კონცეფცია და დიზაინი, არქიტექტურული დიზაინი, გრაფიკული დიზაინი და მულტიმედია
Project Byსიღნაღის გამგეობა
Addressვ. სარაჯიშვილის ქ. 8
სიღნაღი, საქართველო

ვანო სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი

ვანო სარაჯიშვილი (1 მაისი, 1879, სიღნაღი — 11 ნოემბერი, 1924, თბილისი) - ქართველი მუსიკოსი, ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ქართველი ხალხის უსაყვარლესი მომღერალი „ქართული ბულბული“ სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. მან პოპულარობა მოიპოვა იშვიათი სილამაზის ხმის, დახვეწილი ვოკალური ოსტატობის და გამორჩეული სასცენო ნიჭის წყალობით. იგი ლირიკული დრამატული ტენორი, საქართველოს სახალხო არტისტი გახლდათ. 1887 წლიდან სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, სადაც მღეროდა მოსწავლეთა გუნდში (1888-1895 წწ.). 1898 წელს ჩაირიცხა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში (ჩელოს კლასი). 1898-1900 წწ. გახლდათ ქართული ხალხური გუნდის მომღერალი - სოლისტი (ხელმძღვანელი ს. კავსაძე). 1903 წლიდან სწავლობდა პეტერბურგში პრიაშნიკოვთან, შემდეგ კი ა. პანაევა-კარცევასთან. სარაჯიშვილის დებიუტი 1907 წელს ჯუზეპე ვერდის ოპერაში „ტრავიატა“ გაიმართა. პარალელურად იტალიაში კასტანეოს ხელმძღვანელობით დაეუფლა ბელკანტოს ხელოვნებას (1906-1908). მისი მონაწილეობით იმართებოდა კონცერტები იტალიის სხვადასხვა ოპერის თეატრებში.

პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ მომღერალმა მუშაობა განაგრძო იტალიურ დასში. 1908 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. გამოდიოდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე.

1910-1920 წწ. ვანო სარაჯიშვილის შემოქმედების აყვავების ხანაა. 1913 წლის 28 მაისს მან შეასრულა ფრაგმენტები ზაქარია ფალიაშვილის ახლად შექმნილი ოპერიდან „აბესალომ და ეთერი“ (აბესალომის პარტია). 1916-1917 წლებში ცხოვრობდა ბაქოში, სადაც აქტიურად ერთვებოდა კონცერტებში. თბილისში დაბრუნების შემდეგ სარაჯიშვილი მონაწილეობდა ზაქარია ფალიაშვილის ოპერების დადგმაში, ასრულებდა აბესალომის („აბესალომ და ეთერი“) და მალხაზის („დაისი“) პარტიებს. ცნობილია, რომ მალხაზის არია „თავო ჩემო“ ვანო სარაჯიშვილის თხოვნით გახდა ზაქარია ფალიაშვილის ოპერის ნაწილი.

სარაჯიშვილის რეპერტუარი მრავალფეროვანია, მან თანაბარი წარმატებით შეასრულა როგორც ლირიკული, ისე დრამატული პარტიები: შოთა (დიმიტრი არაყიშვილის "ზღაპარი შოთა რუსთაველზე"), კოტე (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), რადამესი (ვერდი "აიდა"), ხოსე ((ბიზე) კარმენი "), ფაუსტი (ჰუნო" ფაუსტი"), ჰერცოგი, (ვერდი "რიგოლეტო"), ალფრედი, (ვერდი "ტრავიატა"), ნადირ (ბიზე "მარგალიტის მაძიებელი"), ლოენგრინი (ვაგნერი" ლოენგრინი"), ლენსკი, (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"), გერმანია (ჩაიკოვსკი "პიკის ქალი"), სინოდალი (რუბინშტეინი "დემონი") და სხვა. ასევე, მონაწილეობა მიიღო ფილმში "მამის მკვლელი" (1923 წ.). მისი ხმა არასრულად ჩაწერილია რამდენიმე გრამოფონზე, რომელიც აღდგენილ იქნა 1999 წელს. კერძოდ, ანზორ ერქომაიშვილის მიერ ლონდონში აღმოჩენილი ორიგინალების მიხედვით, ნოდარ ანდღულაძემ აღადგინა სრულყოფილად ორიგინალური ჟღერადობა. მოგვიანებით ჩანაწერები დისკების სახით გავრცელდა.

ვანო სარაჯიშვილი დაკრძალულია თბილისის ოპერის თეატრის ბაღში. მისი სახელი ეწოდა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას. გარდა ამისა, მაისში, სიღნაღში ყოველწლიურად აღინიშნება წმ. ვანოობის დღესასწაული. 2002 წლიდან სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, პროფ. მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით, აკადემიური სიმღერის ფაკულტეტის განსაკუთრებული მიღწევების მქონე სტუდენტებისთვის დაწესდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია.