kids.ge logo

როგორ ასწავლა ჭიანჭველამ სამამდე თვლა ჭიანჭველაჭამიას

ფავორიტებში დამატება
შესთხოვს წრიპა ჭიანჭველა
ჭიანჭველაჭამიას:
- მუხლმოყრილი გევედრები
ჯერ ნუ შემჭამ, ძამიავ!
სხვა დროს ალბათ შენი ნახვა
არც კი შემაშინებდა,
მაგრამ აბა, რა ვქნა ახლა
პური მიმაქვს შვილებთან...
თხოვ, ამ გზიდან მომეცალე,
შინ რომ სწრაფად გავვარდე.
ვფიცავ, ვიდრე სამს დაითვლი,
აქ გავჩნდები მანამდე. -
დააკვირდა ჭიანჭველას
ჭიანჭველაჭამია
და რას ხედავს: ამ ნამცეცას
მართლა პური არ მიაქვს?!
პური, მაგრამ რამოდენა?!
დასცქერის და არ სჯერა.
ეს რა მარჯვე ყოფილაო,
დალოცოს მარჯვენა!
თხრა: - კარგი, შენს პატარებს
მიტანე საჭმელი,
მე კი, როგორც შემითანხმდი,
არსად წავალ, აქ გელი. -
ჭიანჭველა შეფარა
ბუჩქებს ფოთოლნამიანს.
- ერთი ! - ძლივსძლივს ამოღერღა
ჭიანჭველაჭამიამ.
ერთი კი თქვა, მაგრამ მერე,
მერე რა თქვას, არ იცის,
ერთის შემდეგ მწკრივში რომ დგას
რომელია, რა რიცხვი?
ზის და ისევ გაძახის:
- ერთი! ერთი! ერთიო! -
ერთი სიტყვით, მიკარნახეთ,
თორემ ისე ვერ ვთვლიო. -
ის წრიპა კი, დროლად რომ
გამოვარდა ბუდიდან,
კარგა ხანი იდგა მის წინ
და განაჩენს უცდიდა.
მეტისმეტი სიბრაზისგან
ბოლოს ისე აენთო,
შეძახა: - არ გრცხვენია,
თავს როგორ ჰყოფ გარეთო?!
მოდენა აყლაყუდამ
თვლა არ იცი სამამდე!
მე მოვედი, ჩემს ვაჟკაცურ
სიტყვას არ ვუღალატე,
შენ კი, თითქოს არაფერი,
ჭიანჭველაჭამიავ,
საქმურად მაყურყუტებ
გერ სამი წამია!
დაითვალე სამამდე და
მორჩი საქმეს საგმიროს.
ხედავ უკვე მზე რომ ჩადის,
ნიავმა არ დაგგრილოს!
- უჰ, რას ამბობ! - ძირს დაემხო
ჭიანჭველაჭამია, -
- ვიდრე მართლა გადაგყლაპავ,
ჭიანჭველავ, ძამიავ,
სამამდე თვლა შემასწავლე,
გეხვეწები ძალიან,
თორემ მერე ვინ მომხედავს,
ჩემთვის ვისა სცალია! -
ჭიანჭველამ უთხრა: - გატყობ,
მთლად სულელი არა ხარ.
და თუ გინდა, თვლა გასწავლო,
ყური კარგად მომაპყარ.
„ერთი“ იცი, მაგრამ მაინც
რომ არ გადაგავიწყდეს.
დაიხსომე ჩემი სიტყვა,
როცა დათვლას დაწყებ.
გაიხსენე ხოლმე სწრაფად
ერთი რა გაქვს კისერზე.
მიპასუხე, რად აცმუკდი,
აქეთ-იქით ვის ეძებ?
ჩემო ძმაო, ვატყობ პასუხს
ნაჩვევი ხარ კარნახით.
კისერზე გაქვს ერთი თავი,
ერთ გროშად რომ არა ღირს! -
ჭიანჭველაჭამია ხტის,
თან ხმამაღლა ქაქანებს:
- ერთი თავი რომ მქონია,
არ ვიცოდი აქამდე! -
ჭიანჭველა კვლავ არიგებს
თავის შეგირდს გოლიათს:
- ესეც კარგად დაიხსომე,
ერთის შემდეგ ორია!
ბა, ახლა უკარნახოდ
თუ მიხვდები? - აქეზებს. -
რი რა გაქვს მაგ გოგრაზე,
უფრო სწორედ სახეზე?
- ორი რა მაქვს? - ღრმად ჩაფიქრდა
ჭიანჭველაჭამია, -
ცხვირი? არა! პირი? არა!
რი თვალი, ძამიავ!
- კიდევ? კიდევ? - ჭიანჭველა
არ ეშვება ადვილად.
- ორი ყური!
- ყოჩაღ! ყოჩაღ!
დაჭკვიანდი ნამდვილად! -
მერე უთხრა: - ამ მცენარეს
დააკვირდი, ძამიავ.
შენ ორი გაქვს ყური, არა?
სამყურას კი სამი აქვს.
- ვაშა! - უცებ ტაში დასცხო
ჭიანჭველაჭამიამ, -
ეგ არის და სამამდე თვლა
უკვე შემისწავლია!
- ერთი! ორი! - მიბიჯებს, -
ერთი! ორი! სამიო!
მჯერა, მალე მეც გავხდები
ნაღდი ხუთოსანიო! -
კან წრიპა ადევნა
და გზადაგზა წრიპინებს:
- სად მიდიხარ, გოლითო,
შეჭმას აღარ მიპირებ? -
მზის ჩასვლისას მწვანე მოლზე
ცვარ-ნამს გააქვს ციმციმი.
ჭიანჭველაჭამია შინ
მიხტის სიცილ-სიცილით
და პასუხობს ჭიანჭველას:
- ეგ მე აღარ შემფერის.
ბა, როგორ გავიმეტო
გამრჯე კაცი შენფერი,
თანაც ჩემი მეგობარი,
ჩემი მასწავლებელი?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩვენი ბაღიჩვენი ბაღი ბაღნარია, აქ სულ სიცილ-ხარხარია, მზე გვიცინის რახანია, თავს ჩიტებიც დაგვხარიან; აქეთ წყარო მოჩ...ვანოტირის ბიჭი ვანიკო, მთელი ბაღი აიკლო, ესევიან ბავშვები: - ჩვენს ბაღში თუ დარჩები, წამით აღარ მოიწყენ ისე გ...ჭიანჭველას გასაჭირიხვითქი გასდის ჭიანჭველას, ფეხსაცმელის მწმენდავს. ეხ, მუშტარი ამისთანა სულ არ ჰყავდეს ნეტავ! ხითხითებენ ფა...რას უმღერიან მერცხლებიჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკჭიკით, გაზაფხული გახარეთ, გული დარდით აგვევსო, ვეღარ ვძლებდით სხვა მხარეს. მოგვენატრა ...მარდი ბიჭიგასწორებულ ლოგინზე სკუპ, ფუმფულა ბალიშო! დონდლო ბიჭი კი არ ვარ, ყოველ დილით ვვარჯიშობ!...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026