kids.ge logo

სოფელი

ფავორიტებში დამატება
მე თავს მახსენებს ჩემი სოფელი
და იქ განვლილი ბავშვობის დღენი,
მწვანე მინდორი, ბიბინა ველი,
ბებერი მუხა, ტყენი და ღრენი.

ფიცრული სახლი და ბუხრის ბოლი,
ბუხარში ხმელი შეშის ტკაცუნი.
ვზივარ, ვიგონებ ეზო-კარს მოვლილს
და ჩემში ცოცხლობს ჩემი წარსული.

ავტორის შესახებ

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026