kids.ge logo

ის წაიყვანა ოცნებამ მისმა

ფავორიტებში დამატება
ის წაიყვანა ოცნებამ მისმა,
სადაც ჰარი ზღვის ფერისაა.
ის წაიყვანა იქ ფანატიზმმა,
იქ ხომალდები ჰომერისაა.

ყო ფიქრები ასე სხვადასხვა.
ხალგაზრდობის იყო ეს ვადა.
ოქროს დრობამ იგი გადასვა
იქ, სადაც ძველი არის ელადა.

ის სიყმაწვილე აღარ მოვიდეს,
დროთა სივეს მიაქვს ფაფარი, -
ერთად ვთარგმნიდით მაშინ ოვიდეს,
შენ წიგნი გქონდა და წინსაფარი.

გამოიცვალა ის ზნე და ჰავა.
შავი არშია დღეებს ავლია.
ზღვაზე ზვირთები მოვა და წავა,
ცხოვრება ასე შემისწავლია...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მარმარილოაჰყვე კიბეებს - სადაც სფინქსი ქვებს ეფერება, და შიშში გრძნობდე, რომ ახლოა ბედნიერება, - ოჰ! რამდენია სიცო...იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებსვარსკვლავების თოვლი ცას შელეკია. მესმის რულში,როგორც ყრუ ელეგია, მატარებლის დამღალველი ხმაური, რაღაც მღვრ...ჩაკეტა კარიჩაკეტა კარი!.. სიცივე იგი ვერ შემოანგრევს რკინეულ რაზას, როცა გათავდა დიდი მიტინგი, ის დაუბრუნდა ვარდებს ...იცვალნენ დრონიიცვალნენ დრონი. წარსულის დიდის დიდებას ვხედავ არასაკმარისს. ღელავს ფაზისი და მტკვარის მშვიდის ამოოხვრაა მ...მიმღერე რამეროგორ მიყვარდა! მაგრამ ხსოვნა იმ ტრფობის სრული! დარჩა ჩემს გულში წაუშლელი და მოკამკამე, იმას იგონებს დაღო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026