kids.ge logo

ბრიყვი ბიჭი - იანეკი

ფავორიტებში დამატება
მე ერთ ბიჭუნას ვიცნობდი,
მისხალი ჭკუა არ ჰქონდა,
სულ კისერმოღერებული
მისამართოდ დაჰქროდა.
ჭიდან საცრით წყალს „იღებდა“
გაშტერებული თვალებით
და მჭედელს ევედრებოდა
კატის დაჭედვას ნალებით.
კოღოს ნაჯახით დასდევდა
და მკლავი ჰქონდა მაგარი,
დიდ ტყეში შეშა შეჰქონდა
და სახლში კიდევ - ნაგავი.
ზამთარში ყინულისაგან
სახლს აშენებდა პატარას,
თანაც ამბობდა: „ზაფხულში
ჯობებს ყველა აგარაკს“.
პაპანაქება სიცხეში
მაღლა მზეს სულს უბერავდა,
თევზებთან მიაქროლებდა
ღვინით ავსებულ ხელადას.
ჯაფისგან დაღლილ ცხენებთან
სკამი მიჰქონდა შინიდან;
და წაბლა ძროხას კაზმავდა
მოვერცხლილ უნაგირითა.
თუმნიანს ცვლიდა აბაზში,
ბევრიც აღმოჩნდა „მსურველი“;
მოკლედ რომ მოვჭრათ, ბიჭუნა
ყო ბრიყვი და სულელი.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026