kids.ge logo

ტყუილები

ფავორიტებში დამატება
თურმე ტყეში ბებერ მუხას,
მოტეხია ერთი ტოტი,
ხის წვეროდან ჩამოვარდა,
საცოდავი ბეჰემოტი.

თევზი წყლიდან ამომხტარა,
კატას გულზე ეტმასნება,
კატაც ლოკავს ეფერება
და იმ თევზსა ეპრანჭება.

უიიი,ამას რასა ვხედავ?
გემი ცაში დაფრილებს,
ელმავალი ვაგონებით,
ზღვაში მარდად დაგრილებს.

კატა, თაგვი, ცხვარი, მგელი
მამალი და მელია,
ერთად სხედან გრძელ სუფრასთან,
ჭკუა გამოლიათ?

ეგ კი რაა უფრო მეტიც,
უნდა გითხრათ ტყული,
ჭიანჭველას ფუტკარივით,
დაწყია ბზული.

ქორი კარში კაკანებს და
თვისთან უხმობს წიწილებს,
მათ კი კრუხის შეშინდათ,
წივლეს და იწივლეს.

სპილომ ზღვაში შებოტა,
ძებნით წელში მოხარა,
მოხსნა თავი მოლუსკას და
მარგალიტი მოპარა.

არ მინახავს,წვიმის ნაცვლად,
ვარსკვლავები ცვიდეს,
გუთანი კი აღმართს ხნავდეს,
წყარო აღმა დიდეს.

შებრუნდა ის დღე და ღამე
ბნელს ანათებს მზე,
დღეს - მთვარე.

დაჯერეთ ყველაფერი,
მე რაც ეხლა გიამბეთ?
ვისაცა გსურთ, დაჯერეთ,
დე მოგგვაროთ სიმე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მდინარემთის კალთებიდან ეშვება, წყარო სუფთა და ანკარა, გზაში იზრდება,დიდდება, ის წყარუკელა პატარა. მთას ვერ ელევა...ლიკა და სარკელიკა გუშინ ავად გახდა, არ გაუშვეს დღესაც ბაღში, მშობლები კი მუშაობდნენ, მარტოდ დარჩა გოგო სახლში. მოეწყინ...შემოდგომის ბარაქამრავლად დახლეჩილ ბროწეულთა ნაყოფებიდან, ძოწის მძივები ცნობისმოყვარედ იმზირებიან, ჩქარა გვიშველეთ, ჩამოგვკ...ბელი და სანდლებიჰა მეზღაპრეც გამოჩნდა, ჩიტიც უსმენს ბუდიდან, ისე კარგი ზღაპარი, ამოიღო გუდიდან. ********** სიხარულსა ვერ ...საპატიო სახელიზვიადი და ამაყ მთები, შავი ზღვა და ზურმუხტ მდელო, თვალწარმტაცი, შესაშური, მაქვს სამშობლო საქართველო. წინა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026