kids.ge logo

* * *

ფავორიტებში დამატება

მოწყინა თოჯინამ, იქნებ კაბა არ მოწონს?
ქამარი ხომ არ უჭერს? აბა გადავამოწმო.
გუშინ შევუკერე და ლამაზია ძალიან,
თმაც კი დავარცხნილი აქვს, აბა რისი ბრალია?
არც ხმას იღებს, არც მღერის, არც მეძახის: ანაო!
არც ჩემი სიტყვა ესმის და არც იავ-ნანაო.
ვერც სხვა ბავშვმა გაართო, მოვუყვანე დაქალი,
მერე დედამ უყიდა ელემენტი ახალი.
რომ ჩადო ამღერდა, მორთო სტვენა, ყვირილი...
ლემენტის გულისთვის შეიძლება ტირილი?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რას ჩურჩულებენ ფიფქები...მე ფიფქი ვარ ერთი ციცქნა, ხმაც არ ისმის არსად ჩემი, მოვფარფატებ და მიწაზე ალბათ მალე დავეცემი. თითქოს ქარ...ვარდს სიყვარული ეწვია სანამ ეკალს შეამჩნევდი მოგეწონა კოკორი,  თქვი: - ასეთ პაწაწინას სურნელი აქვს როგორი?..  მოეფერე...სწრაფი ბაჭია ბედურაერთი თეთრი ბაჭია ბაღიდან გამოიქცა, აბა, ეს რა წესია, მგონი ცუდად მოიქცა. დაედევნა დარაჯი, მიჰყვნენ მასწავ...* * *ათხოვებენ კუს სპილოზე, გაგონილა ასეთი, ვინც ესენი დააწყვილა ბრმა არის და თავხედი. კუმ თქვა:- ერთი ბეწო ვა...დედასდე, ძალიან მშია, დე, მაჭამე რამე, დე, დავკარგე წიგნი, თავთან მედო ღამე... დე, სად არის ქუდი? გამეყინა თავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026