kids.ge logo

დედას

ფავორიტებში დამატება

დე, ძალიან მშია,
დე, მაჭამე რამე,
დე, დავკარგე წიგნი,
თავთან მედო ღამე...
დე, სად არის ქუდი?
გამეყინა თავი...
გამირეცხე ჰუდი?
დღეს ვერ წავალ ამით...
დე, მწყურია ისე...
ის კომპოტი მინდა,
დაშაქრული ვაშლით
ჩვენი ეზოს ხიდან.
დე, სადა ხარ, მოდი,
მე ვერ შევძლებ განა?
მაგრამ რაღას ვიტყვი:
„დედამ მომიტანა!
დედამ გამიკეთა!
დედამ დამიწერა!
დედამ მომიმზადა!
დედამ გამიწერა...
დედამ შემიკერა,
დედა მედგა მხარში,
მაწყნარებდა მტირალს,
ცოტა ნერვებაშლილს..."
ახლაც ჩემთან არის,
ერთად ვწრუპავთ ჩაის,
დედა თითქოს მზეს ჰგავს,
დედა დღეს ჰგავს მაისს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *კენგურუმ თავის შვილები სწრაფად ჩაისვა ჩანთაში, დასასვენებლად წაიყვანს, ზღვაზე, სოფელში ან მთაში. -ისიც ეყ...შეყვარებული კუკუ ტრიალებს, ცეკვავს ტანგოს, ხვლიკი ფიქრობს რამე ავნოს... დაუარა განდაგანა, თუ გინახავთ ამისთანა - გაჰკრა...მერცხალიგაიხარა მერცხალმა, თბილ ქვეყნებში მიფრინავს, თოვლისნი ქედები თითქმის გადაიფრინა... და როცა მოეყიანა მაკრა...გაზაფხულინუღა სწუხართ კვირტებო, ყინვას გადაურჩებით, ლოლოები ჩამოდნა, გამლღვალია ქუჩები. გამთბარია ჰაერი, სუსუტი მზ...დილის ლექსიმოდი, ტაში შემოვკრათ, მივესალმოთ მზეს, რა ნათელი დილაა და რა კარგი დღე. კიდევ ტაში შემოვკრათ, გავუღიმოთ დ...

ნახატი ლექსები

ლექსზე „დედას“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026