kids.ge logo

ლოკოკინა

ფავორიტებში დამატება

ნიჟარაზე უკაკუნებს
გაზაფხულის თბილი წვიმა,
გამოდიო, მზეს წვეთები
კინძავს ბროლის მძივად.
ხან ღობეზე აცოცდება,
ხან გადაჭრილ მორზე სძინავს,
ბევრს შრომობს და არ იღლება,
ყველგან ზურგით დააქვს ბინა.
საფრთხეს თუ გრძნობს ნიჟარიდან
თავს არ გაყოფს ლოკოკინა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყიყინა ბაყაყიგაზაფხული მოვიდა, ცა საწვიმრად იხსნება, სოფლის ბოლოს ჭაობი ბაყაყებით ივსება. ერთი მწვანე გომბეშო გამუდმებ...ზღარბებიქარი ქრის და ხეებიდან წითელ ვაშლებს აგორებს, სხვა რა უნდა ზღარბუნიას, ზამთრის სარჩოს აგროვებს. იქით მსხალ...დათოს ყურშადილით ადრე ადგა დათო, მამას გაჰყვა ტყეში, მერე რა რომ სოფელს ათოვს, ბრუნდებიან შეშით. მამა უთხრა: მოიცადე...ჩხართვის ბარტყიწუხელ თურმე ცვრიან ტოტზე ჩხართვის ბუდე გადაბრუნდა და ეძებდა ბარტყი დედას, როცა დედა არ დაბრუნდა. ჩაუარა ხ...გულყვითელა წიწილაგულყვითელა წიწილამ მთელი ღამე იწივლა, კრუხმა ვერ დაიძინა, მამალმა კი იწყინა: - რატომ წივის წიწილა?- გულმო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026