kids.ge logo

მომჩივანი დათვი

ზღაპარი

ფავორიტებში დამატება
თურმე, პატრულ- ბზიკს ურეკავს,
ტყიდან პატარა დათვი:
-პატრულო! კი მაქვს ბატონო,
მე თქვენი დიდი ხათრი,

მაგრამ რაღა ვქნა არ ვიცი,
სამართლობით დავდნი,
ფუტკარი მჩაგრავს, მაწამებს,
ნერვილობით გავქრი.

ბზულა, ცხვირზე დამაჯდა,
ნესტარით მიწყებს ღიტინს,
ცხვირს მაცემინებს, მაცრემლებს,
არ წყვეტს ზუზუნს და ღიღინს.

მის სკაში დრუნჩი ჩავყავი,
რა ვქნა თუ მიყვარს თაფლი?
ტყულად კი არ მინდოდა,
ვაგროვე მისთვის წაბლი.

ბოროტი, ცხვირში შემიძვრა,
ნესტარს შიგ მასობს ხიჭვად,
ძუნწ ფუტკარს რად ენანება,
ჩემთვის თავისი ფიჭა?

უნდა ვუჩივლო, მიშველე,
გასამართლე ჩქარა,
ის გესლინი არსება,
ბზულა, მეტიჩარა.

დაკიდა დათვმა ყურმილი,
გაჩნდა ბზიკი პატრულად,
გასამართლა ორთავე,
სიტყვა თქვა მან მხატვრულად:

-თუკი, ფუტკარო დათუჩამ
მოგართვა გოდრით წაბლი,
შენც, ადექი და მიცი
კუთვნის ერთი სათლი.

რა ძალა ქონდა ბზულას,
დაწურა ფიჭა თაფლი,
ნას უყოფს და თვალს უკრავს,
გამართლებული დათვი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქართული სტუმართ-მასპინძლობაბავშვებო გსურთ მოსმენა, ჩემი ნაამბობისა, ჭიანჭველას და რწყილის უანგარო ძმობისა? გახსოვთ ჭიანჭველა, რომ ორ...რეზოს კნუტებირეზოს ჰყავს სამი კნუტია: თეთრა, მჩხავანა, ბუტია, მისი წითელი ბუშტები, იმ კნუტებს დაუჩუტიათ. გაბრაზდა რეზო...ზარებიბავშვებს სკოლისკენ უხმობენ, რეკენ ჟღრიალა ზარები, თავქუდმოგლეჯით გარბიან, ცელქები, აბეზარები. მიისწრაფვია...„ადიდასისგან“ იმედგაცრუებაბაყაყი ქვაზე შესკუპდა, ყველაფერს იკლებს ყიყინით, შეებრალა და მივიდა ბეკეკა პეტელ-კიკინით. ჰკითხა:-აქ, ქვა...პაწაწინა მეგობარიჩემი მეგობარი, პაწაწინა ქალი, ძლიერ, ძლიერ მიყვარს, ლურჯთვალება მარი. ჩემთან მოდის ხშირად, ოცნება აქვს ერ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026