kids.ge logo

სასამართლო

ფავორიტებში დამატება

ლომი იყო მოსამართლე,
მომჩივანი დათუნია:
ლია თაფლის ჭამა,
მოპარვა კი რა რთულია!
რი სკა აქვს დედა ფუტკარს,
ის ყველაზე მშრომელია,
ერთი ქილა თაფლი ვთხოვე,
დამკბინა და მომერია.
განა მარტო ჩემთვის მინდა?!
გუშინ ბელი გამიცივდა,
არ მეგონა ტყის ყვავილებს
თაფლში თუ არ გამიცვლიდა!
ფუტკრების სკა აზუზუნდა:
ჩვენ გრამ თაფლსაც აღარ დავთმობთ!
ნეტავ რომელს გამართლებს,
მეფე ლომის სასამართლო?!.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყიყინა ბაყაყიგაზაფხული მოვიდა, ცა საწვიმრად იხსნება, სოფლის ბოლოს ჭაობი ბაყაყებით ივსება. ერთი მწვანე გომბეშო გამუდმებ...კურდღელი და კუკუმ თქვა: კურდღელს ვერ ვაჯობე ვერც სირბილში, ვერც ჭამაში, მსაყვედურობს – ნელი ხარო, ვეპატარავები თვ...ლოკოკინანიჟარაზე უკაკუნებს გაზაფხულის თბილი წვიმა, გამოდიო, მზეს წვეთები აუკინძავს ბროლის მძივად. ხან ღობეზე აცოც...ზღარბებიქარი ქრის და ხეებიდან წითელ ვაშლებს აგორებს, სხვა რა უნდა ზღარბუნიას, ზამთრის სარჩოს აგროვებს. იქით მსხალ...დათოს ყურშადილით ადრე ადგა დათო, მამას გაჰყვა ტყეში, მერე რა რომ სოფელს ათოვს, ბრუნდებიან შეშით. მამა უთხრა: მოიცადე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026